თუკი აქამდე ვამპირებს მხოლოდ ნივრით აშინებდით, გეტყვით, რომ ახლა ისინი წელსზემოთ გახდასაც უფრთხიან. მაგალითად, რობერტ პატინსონი, რომელსაც ”ბინდის” გადაღებისას გახდამ მოუწია, კინაღამ ნერვიულობას გადაჰყვა. მას შემდეგ, რაც ფანმა მსახიობს ჰკითხა, რომელი იყო მის კარიერაში ყველაზე უხერხული მომენტი, რობერტმა განაცხადა, რომ წელსზემოთ გაშიშვლება ძალიან გაუჭირდა. ”ჩემი გმირი წიგნში მთელი სამი გვერდის განმავლობაში მაისურის გარეშეა. მეც მომიწია, რომ გამეხადა და ძალიან ვინერვიულე” - განაცხადა პატინსონმა.
ვრცელდებოდა ჭორები, რომ ”ბინდის” ახალ სერიაში ეროტიკული სცენები იქნებოდა. თუმცა, რობერტის შიშების შემდეგ ამაში ცოტა ეჭვი გვეპარება.
|