რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი - 6 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 6 » რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი
7:29 PM
რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი
ნოემბერში ეკრანებზე გამოვიდა "ბინდის" საგის კიდევ ერთი ფილმი - "განთიადი, ნაწილი I", რომელმაც უკვე მოხსნა გაქირავების რეკორდები პირველივე კვირაში. ფილმის მთავარმა წყვილმა - რობერტ პატინსონმა და კრისტენ სტიუარტმა ფილმის გადაღებებზე ისაუბრეს.

- მესამე ნაწილში თქვენი გმირები ქო­რ­წილისთვის ემზადებიან, მეოთხეში კი ქორწინება შედგება...

კრისტენი:
- ო, ეს საუკუნის ქორწინებაა! ამ სცენის გადაღებების შემდეგ ერთი კვირა ვერ მოვდიოდი გონს. კაბა ისეთი ლამაზია!

რობერტი:
- მეოთხე ფილმის ბოლოს ბელა აღარ იქნება მარტო, აღარ იქნება უშვილო... და აღარ იქნება ადამიანი. საგის ამ ნაწილში ოჯახსა და ქორწინებაზეა საუბარი, იმაზე, რისთვის ხართ მზად, რომ საყვარელი ადამიანები დაიცვათ. თავდაპირველად ეს იდეალური რომანი იყო, მაგრამ ცხოვრებაში არ ხდება ასე, "დაქორწინდნენ და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ ერთად". ქორწინება მძიმე შრომაა.

- ყველა სურათი სხვადასხვა რეჟისორმა გადაიღო. ახლა უწინდელ რეჟისორებს ოსკაროსანი ბილ კონდონი შეუერთდა. როგორი იყო თქვენთვის მასთან მუშაობა?

რობერტი:
- ბილი მაგარია! იმდენ ხანს და ისე ინტენსიურად ვიღებდით, ის კი სულ მშვიდი იყო, საყვარელი და სასიამოვნოდ საურთიერთო. ძალიან ნიჭიერია და მართლაც განიცდის ამ პროექტის გამო. მოსწონს ქორორის ელემენტები, რომლებითაც სავსეა "განთიადი" და თავისი რომანტიკულობით ცნობილი საგა გაჯერებულია ამ თამამი სცენებით.

- რატომ იყო საშიში?

კრისტენი:

- ყველაფერს ერთ დიდ ფილმად ვიღებდით, თუმცა კი სტეფანი მაიერის წიგნი ორ სხვადასხვა ისტორიად არის დაყოფილი. ეს ცოტა დამაბნეველი იყო. როცა დილით პირველი ფილმის დასაწყისიდან ვიღებდით სცენას, მერე ვსაუზმობდით და მეორე ფილმის ბოლოდან ვიღებდით სცენას. თაფლობისთვის გადაღებები კი ბრაზილიაში, ვირგინიის კუნძულებზე მიმდინარეობდა, კარიბის ზღვაში. მოკლედ, ნამდვილი სიგიჟე იყო.

- ჯერ "განთიადის" მეორე ნაწილის გამოსვლას უნდა დაველოდოთ. სტეფანი პროფესიონალია. თუ საჭირო იქნება, მეხუთეს და მეექვსესაც დაწერს და ასე გააგრძელებს.

კრისტენი:
- კი, და ჩვენ მო­გვიწევს ბებია-ბაბუა ვამპირებ­ის განსახიერება (იცინის). მე მზად ვარ "ბინდში" ვითამაშო იმდენჯერ, რამდენჯერაც შემომთავაზებენ. არ დავღლილვარ ჩემი გმირისგან, პირიქით - ის ჩემს ნაწილად იქცა.

wyaro : ambebi.ge

კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 794 | დაამატა: mariko1 | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: belieberi
(მასალა) თარიღი: (2011-12-21 9:36 PM)




0



პასუხი
minda rom kidev bevri nawili gamovides