მსახიობს, რომელიც ცნობილი გახდა თავისი გმირით-ვამპირი ედვარდ კალენით, ფილმში "ბინდი", ძალიან ეშინია კლოუნების. მას ეს შიში ბავშვობიდან აქვს, როდესაც ცირკში მის თვალწინ აფეთქებულ ავტომობილში კლოუნი დაიწვა. ამის შემდეგ პატინსონი ერიდება ცირკს და კრთება კლოუნების დანახვაზე. მეცნიერულად ამ შიშს კოულროფობია ეწოდება. პატინსონის გარდა ეს ფობია აქვთ ცნობილ მუსიკოსს პაფ დედს და მსახიობს ჯონი დეპს.
|