ჟურნალმა ”Esquire”-მა ყველაზე სექსუალური ქალბატონი დაასახელა. ეს ადგილი ბარბადოსელ ლამაზმან რიანას ერგო. ამ ტიტულის მიღების შემდეგ რიანას მონაწილეობით დამზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც მომღერალი სრულიად შიშველი გახლავთ, თუმცა ის ტალახითაა დასვრილი, მაგრამ ეს არ უშლის ხელს სექსუალურ ქალად დარჩენაში.
როგორც ჩანს, წლევანდელი წელი პროდუქტიული და წარმატებული აღმოჩნდა რიანასთვის. მისი უკანასკნელი სტუდიური ალბომი "Loud" 10 ჩარტში პირველ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა არც დანარჩენ ჩარტებში ტოვებს ლიდერთა სამეულს.