სინგლის „Man Down" ავტორი, პროდიუსერი ვერს სიმონდესი აცხადებს, რომ რიანა მეექვსე ალბომზე მუშაობს. სიმონდესმა და მისმა მუსიკალურმა პარტნიორმა შემ ჯოზეფმა მომღერლისთვის რამდენიმე ახალი სიმღერა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ლეიბლი ინფომაციას არ ადასტურებს, მუსიკოსები „99.999%" დარწმუნებულები არიან, რომ მათი მუსიკა ფირფიტის ფინალურ ვერსიაში მოხვდება. „ისინი ახლოს არიან ალბომის დასასრულთან. ჩვენ მისთვის ორი სიმღერა შევქმენით, რომელთაც რიანა შეიყვარებს" - აცხადებს ვერსი ტელეარხთან MTV მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რიანას უკანასკნელი ალბომი „Loud" 2010 წელს გამოვიდა.
|