ცნობილი პოპ-მომღერალი რიანა ბარბადოსის ტურიზმის სამინისტროში ელჩად დანიშნეს. მომღერალმა ბარბადოსის ტურიზმის სამინისტროსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 3 წლის მანძილზე რიანა ბარბადოსის ტურიზმის განვითარებაზე იზრუნებს.
მომღერალი სწორედ კარიბის კუნძულ ბარბადოსზე დაიბადა. რიანა ამბობს, რომ ის ქვეყნის ეგზოტიკას ყველას გააცნობს.
ვარსკვლავი მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება. პირველი, რასაც რიანა გააკეთებს - კონცერტის ჩატარება იქნება. მომღერალი საგასტროლო ტურნე Loud-ის ფარგლებში მშობლიურ ქალაქ ბრიდჯტაუნში იმღერებს.
”მინდა, რომ ბარბადოსი ყველამ მოინახულოს და იგრძნოს, როგორ განსაკუთრებულია ჩვენი კუნძული”, - განაცხადა მომღერალმა.
|