რატომ ვერ ‘ცოცხლობს’ მუსიკა საქართველოში.. - 1 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 1 » რატომ ვერ ‘ცოცხლობს’ მუსიკა საქართველოში..
11:22 PM
რატომ ვერ ‘ცოცხლობს’ მუსიკა საქართველოში..

სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქართულ მუსიკალურ სამყაროში კარგა ხანია ახალი თითქმის არაფერი ხდება.. მართალია, ბოლო წლებში რამდენიმე კარგი პროექტი განხორციელდა (‘ალტერვიზიას’ და სხვადასხვა ფესტივალებს ვგულისხმობ), თუმცა ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა მელომანებისათვის.. ქართული სცენებიდან გემოვნებიანი მუსიკა იშვიათად ისმის.

ბევრი ალბათ შემედავება, რადგან გემოვნება საკმაოდ სპეციფკიური თემაა და მასზე საუბარს კონსენსუსამდე იშვიათად მივყავართ. ასეთი ცნების ერთმნიშვნელოვანი განმარტება რეალურად არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთო მუსიკა გემოვნებიანად.

დავა რომ თავიდან ავიცილო, საკითხს შემდეგნაირად დავსვამ: ქართული სცენებიდან იშვიათად ისმის ხარისხიანი, ცოცხალი მუსიკა. მიზეზი ბევრია, ამ შემთხვევაში კი რამდენიმე მათგანზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო.

პირველი პრობლემა ისაა, რომ ცოცხალი მუსიკის კეთება საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება. ამისთვის საჭირო აპარატურა და მუსიკალური ინსტრუმენტები არცთუ იაფი ღირს და ძალიან ბევრ კარგ შემსრულებელს უჭირს მათი შეძენა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გადავწყვიტე რამდენიმე მუსიკალური მაღაზიის ინტერნეტ-საიტზე ინსტრუმენტების ფასებს გავცნობოდი. ამ გვერდების თანახმად, ნორმალური(როგორც ელექტრო, ასევე აკუსტიკური და ნახევრად აკუსტიკური)  გიტარის ფასი 500-600 ლარიდან იწყება და 1300-მდე ადის. ფასი დამოკიდებულია გიტარის მწარმოებელსა და ხარისხზე.  ასეთივე სიტუაციაა ბას-გიტარების შემთხვევაშიც. მაქსიმუმი აქაც იგივეა, მინიმუმი კი ოდნავ დაბალი – 400 ლარი. თუკი დასარტყამის შეძენას მოინდომებთ, სტანდარტული დრამ-სეტი 1700-დან 2500 ლარამდე დაგიჯდებათ.

დავაჯამოთ.. 4 კაციანი ჯგუფისთვის (დასარტყამი, 2 გიტარა და ერთი ბასი) მხოლოდ მუსიკალური ინსტრუმენტები მინიმუმ 3100 ლარი ჯდება, მაქსიმალური ფასი კი რამდენიმე ათასით მეტია. მეორადი ინსტრუმენტების შეძენა ცოტა უფრო იაფადაც შეიძლება, თუმცა თანხა, დამეთანხმებით, არც ისე პატარაა.

დავუშვათ, რამდენიმე მუსიკოსმა გადალახა პირველი პრობლემა, დახარჯა თანხა, შექმნა ჯგუფი და გავიდა სცენაზე. აქ უკვე მეორე პრობლემას, უფრო სწორად, ფენომენს ვაწყდებით: ქართველი ხმის რეჟისორები. მუსიკოსები ნამდვილად დამეთანხმებიან – ცოცხლად დაკვრისას უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ ჟღერს მუსიკა სცენაზე და მის გარეთ. ბალანსის პოვნა კი სწორედაც რომ პროფესიონალი ხმის რეჟისორის საქმეა. როგორც მრავალი კონცერტის მოსმენისას დავასკვენი, ამ საქმის პროფესიონალები საქართველოში ან უბრალოდ არ არსებობენ (1-2 გამონაკლისის გარდა, პირადი გამოცდილებიდან), ან რაღაც სხვა საქმით არიან დაკავებული.

ერთადერთი შემთხვევა ჩემს არცთუ მწირ პრაქტიკაში, როცა ხმა იდეალურად ჟღერდა, იყო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ‘თბილისის ჯაზ ფესტივალის’ მსვლელობისას. ისიც იმიტომ, რომ უცხოელი მუსიკოსების უმრავლესობას ხმის რეჟისორი თან ჩამოჰყავდა, რათა ყველა გაჟღერებული ბგერა მაყურებელს სწორედ ისე გაეგო, როგორც სცენაზე გამომსვლელებს სურდათ. სხვა დანარჩენ შემთხვევებში პრობლემა თვალსაჩინო იყო. თუნდაცბათუმის 2010 წლის როკ-ფესტივალი გავიხსენოთ, სადაც მომხდარი სკანდალის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც შემდეგ არაერთგან დაიწერა, ცუდად ‘დაყენებული’ ხმა გახდა.

და მესამე, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ცოცხალი მუსიკის ხარისხიანად გაჟღერებისთვის საჭირო აპარატურის (ხმის გამაძლიერებლები, მონიტორები) ქირაობა კონცერტის ორგანიზატორებს ძალიან ძვირი უჯდებათ. ამიტომაც, მათთვის ბევრად სასურველია ისეთი მომღერლების მოწვევა, რომლებიც მინუს ფონოგრამაზე, ან სულაც, პლუს ფონოგრამაზე უპრობლემოდ ‘მღერიან’. შესაბამისად, ასეთი ღონისძიებები დახურულია ცოცხალი მუსიკისთვის.

 

 

ამ ყველაფერს თან ისიც ერთვის, რომ მუსიკოსები თავისი საქმით ფულს იშვიათად შოულობენ, ამიტომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანის მოტივირებისთვის არ არსებობს რაიმე სხვა მექანიზმი, გარდა პირადი ენთუზიაზმისა.

გემოვნებით დავიწყეთ და ამავე თემით, უფრო სწორად, ამ თემასთან დაკავშირებული ოპტიმისტური აზრით მინდა დავასრულო. საქართველოში ბევრი ნიჭიერი შემსრულებელია, რომელსაც აქვს პოტენციალი ხარისხიანი მუსიკის კეთებისა. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ პრობლემები თანდათანობით მოგვარდება და  გემოვნებიან, ცოცხალ კონცერტებს საქართველოში უფრო ხშირად ვიხილავთ

კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 860 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: renismee
(მასალა) თარიღი: (2011-12-03 7:49 PM)




0



პასუხი
saqartvelo da musikaa es sxvadasxva mcnebebia:D:D