ყველაზე საშიში სიტუაცია... - 26 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 26 » ყველაზე საშიში სიტუაცია...
0:23 AM
ყველაზე საშიში სიტუაცია...
ალბათ ყველას გქონიათ ისეთი სიტუაცია როდესაც ძალიან შეგშინებიათ, შიშისგან ძალა წაგრთმევიათ და კანკალი დაგიწყიათ. მოდი ყველამ ერთად გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშიში სიტუაციები. ასევე გავიხსენოთ ისეთი საშიში და ნამდვილი ისტორიები რომლებზეც საშინელებათა ფილმებიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობენ დედამიწის მაშტაბით, ამ ამბებზე ისტორიებია შექმნილი და ბევრს აშინებს კიდეც ამ ისტორიების გახსენება მითუმეტეს სიბნელეში......

ყველაზე საშიში მომენტები.

წარმოიდგინეთ სახლში მარტო ხართ და კომპიუტერზე ზიხართ, უეცრად შუქი ქვრება, ფანჯრიდან იხედებით და ატყობთ, რომ შუქი მხოლოდ თქვენს ბინაში ჩაქვრა, უეცრად კი კარებზე მძიმე და ხმამარალი კაკუნი ისმის...

წარმოიდგინეთ: თქვენ და თქვენი მეგობრები მეგობრის მანქანით პიკნიკიდან სახლში ბრუნდებით, ამასობაში შემოგაღამდათ კიდეც, უეცრად მანქანა ჩერდება, გარეთ გადმოდიხართ და ამჩნევთ, რომ მანქანის ბორბალს დანის მაგვარი ბასრი საგანი აქვს მოხვედრილი...

წარმოიდგინეთ, თითქოს შხაპიდან გამოსულს კარების წინ ტალახიანი ნაკვალები გხვდებათ, ახლო ოთახიდან კი უცნაური ხმები ისმის, უკან იხევთ, გვერდით იხედებით და შავ მეთევზის პლაშში გადანცმულ ადამიანს ხედავთ...

წარმოიდგინეთ, მეგობრის ბინიდან სახლში მოდიხართ, ქუჩაში ადამიანის ხმა არ ისმის, უკვე ღამეა და ცივა, სახლში ადიხართ, კარებზე აზარუნებთ, მაგრამ კარებს მაინც არავინ არ გიღებთ, ხოლო ზემოთა კიბეებიდან კი ადამიანის ჩრდილი ჩანს და მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის...

წარმოიდგინეთ, რომ ღამე გახსენდებათ ტანსაცმლის გამზადება, რომელიც ხვალინდელი დღისთვის სკოლაში უნდა ჩაიცვათ, ძალიან გცივათ, მაგრამ ფეხზე მაინც დგებით, კარადას უახლოვდებით და კარადის შიგნიდან კი რაღაც ხმაური ისმის...

წარმოიდგინეთ, რომ სახლში მარტო ხართ დარჩენილი და ტელევიზორს უყურებთ, თან სასუსნავს ჭამთ, უცებ წაგეთვლიმათ და თქვენ ფანჯარას ვიღაცამ კენჭი ესროლა, თქვენ გარეთ იხედებით მაგრამ ვერაფერს ხედავთ, უცებ თქვენ კარებზე სწრაფი ზარის და კაკუნის ხმა ისმის...

წარმოიდგინეთ, რომ სახლში მარტო ხართ, საწოლ ოთახში შედიხართ დასაძინებლად და იქ კი დაჭრილი და დახეული თეთრეული გხვდებათ, დაგლეჯილ საწოლზე კი წერილი დევს რომელზეც
უშნო ასოებით წერია :No One Gets Out Alive..!

რას იზამდით, თუ მანქანა ღამე გაგიჩერდებოდათ იდუმალ და ხშირ ტყესთან ახლოს, საიდანაც უცნაური ხმები ისმის?..

ახლა კი გავიხსენოთ საშიში და ნამდვილი ისტორიები, რომლებზეც საშინელებათა ფილმებიცაა გადაღებული.

ფილმი სახელად: მე ვიცი რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულს.
ამ საშინელებათა ფილმს უდიდესი შემოსავალი ჰქონდა, რაც შეეხება შინაარსს ფილმი ნამდვილ შტრიხებზეა დაფუძნებული..
80-იან წლებში მეგობრები, რომლებიც მოდიოდნენ ბანკეტიდან გზად წააწყდებიან უცნაურ ადამიანს, რომლებსაც შეეჯახებიან და გაიტანენ, მკვლელობის დამალვის მიზნით ისინი გვამს წყალში აგდებენ. სხვასასხვა წყარო იუწყება რომ მეგობრები ვიღაცამ დაინახა და შემდეგ ამის გამო თითოეული მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა. პოლიციამ მკვლელის დაჭერა ვერ შესძლო, სავარაუდოდ როგორც იმ პატარა ქალაქში ამბობდნენ მკვლელი მეთევზე იყო, სწორედ ესეა ამ ფილმშიც მოხსენიებული მკვლელი, მას მეთევზის ფორმა აცვია.

შემდეგი ფილმი სახელად: ტეხასური ხოცვა-ჟლეტვა.
ეს ამბავი პირველი მსოფლიო ომის დროს მოხვდა, მშობლებმა დაბადეს სახის დაავადებით დაავადებული ბიჭი, რომელიც გადააგდეს, ბიჭი ერთმა ოჯახმა იპოვა, რომლებიც უცნაური ქცევებით და ამაზრზენი საქციელებით გამოირჩეოდნენ. ბავშვი გაიზარდა და გაზრდის შემდეგ ტეხასში შური იძია იმათზე ვინც მას დასცინოდა, მან 50-მდე ადამიანი მოკლა, პოლიციამ დაიჭირა მამამისი რომელიც შვილს ეხმარებოდა მაგრამ ვერ შესძლეს მისი დაჭერა, მთავარი მკვლელი რომლის ვინაობა ახლაც უცნობია სავარაუდოდ გაიქცა და მის კვალს ვერავინ მიაგნო. მკვლელი მუშაობდა ხორცის საწარმოში, სადაც მან პირველად იმსხვერპლა ადამიანი, ასეა ფილმის ნებისმიერ ვარიანტში, ეს შტრიხი დაზუსტებულია და ეს საწარმო ახლაც არსებობს ტეხასში.
ფილმის ბევრი ვარიანტია გადაღებული, თუმცა სიმართლეს ყველაზე მეტად 2003 წლის ნაწილი შეესაბამება, რადგან სინამდვილეში მკვლელს ერთი გოგონა გადაურჩა, რომელმაც ეს ყველაფერი ტეხასის შერიფს მოახსენა.

ასევე ნამდვილ ფაქტებზეა შექმნილი ფილმები: დაწნული კაცი და ჯეკი მფატრავი.

რა მოგივათ თუ, ღამე სახლში დაბრუნებულს თქვენი გადაღებული სურათები დაჭრილი და იატაკზე დაფენილი დაგხვდებათ..?

რა მოგივათ თუ, ღამე ტელეფონის ხმა გაგაღვიძებთ, ტელეფონზე წერილი დაგხვდებათ მოსული, წერილი უცხო და უცნაური ნომერისგანაა შემოსული, წერილს გახსნით და გხვდებათ ესეთი წინადადება : შენს კარებთან ვდგავარ..! გამიღებ თუ ფანჯრიდან შემოვიდე..?

წარმოიდგინე, ღამე შენს მეგობაართან რჩები, ხმა შემოგესმათ, შენი მეგობარი გვერდითა ოთახში გადის, თუ გაიგოს რა ხდება, უკან კი ცოტა ხანი არ ბრუნდება, შენ კი ოთახში მარტო რჩები, ეძახი მაგრამ პასუხი არ ისმის...

წარმოიდგინე, ღამე ქუჩაში მიდიხარ, ხედავ მაღაზიაში გამოდებულ მანეკენს, რომელსაც პარკი აქვს ჩამონცმული, აკვირდები და ხვდები რომ ის ინძრევა და ცოცხალია...

წარმოიდგინე, შხაპში ხარ და უკან გამობრუნებულს შენს წინ ხედავ უცნაურ კოსტუმში გამოწყობილ ადამიანს...

წარმოიდგინე, სახლში დაბრუნებულს კიბეებზე შენს უკან ნელი ნაბიჯების ხმა გესმის, უკან მოიხედავ და არაფერი ჩანს მუქი ჩრდილის გარდა, რომელიც ირხევა..

წარმოიდგინე, თითქოს სახლშო მარტო დარჩენილს ვიღაც ბოხ ხმიანი ადამიანი გირეკავთ, უცნაური ტემბრით და ლაპარაკის მანერით, ის გიმტკიცებთ, რომ ფანჯარაში გიყურებთ და თქვენი მონახულება უნდა...

წარმოიდგინეთ, ღამეა, საწოლზე წევხართ და თქვენი საწოლის ქვემოდან რაღაც ხმა გესმით, ატყობთ, რომ საწოლის ქვეშ ვიღაც არის, და ოთახში მარტო არ ხართ..

რას იზამდი? თუ დილას გაღვიძებულს გატეხილ სარკეზ შენი პომადით დაწერილი წარწერა დაგხვდებოდა?
შემდეგი სიტყვებით : I WILL KILL YOU ! SOON !

კატეგორია: სხვა | ნანახია: 669 | დაამატა: LaTiNGirL | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz