ლედი გაგამ კიდევ ერთხელ შეძლო ჩვენი გაკვირვება. 17 აგვისტოს მან კიდევ ერთი ვიდეოს პრემიერა შემოგვთავაზა, სიმღერაზე - ”Yoü and I”. კლიპში გაგა აღარ გამოიყურება იმდენად ამაზრზენად, როგორც ძველ კლიპებში. ამჯერად ის სექსუალური და შეყვარებული ქალის იმიჯით წარმოგვიდგა, რომელსაც შეყვარებული აწამებს. სიმღერაც, როგორც სათაურიდან მიხვდით, სიყვარულზე მოგვითხრობს. როგორც ჩანს, სტეფანი ქალურ სტილს უბრუნდება... თუმცა ეს ეჭვები მაშინვე გაგვიქარწყლა იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე კადრში გაგა ახალგზარდა ბობ დილანის სტილში გვევლინება მამაკაცის სახით. კრიტიკოსები ამ ვიდეოს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ადვილი მისახვედრია, რომ ის ვერ იქნება - "Bad Romance", თუმცა ვნახოთ, რამდენად წარმატებული გამოდგება ”Yoü and I”
|