შესავალი: "ეს უზარმაზარი მსოფლიოა, ადვილია მასში დაკარგვა..."_ ჯასტინ ბიბერი, სიმღერა "ზემოთ" Up ჩემი სიმღერის ეს სიტყვები ძალიან მიყვარს. ეს სამყარო მართლაც უზარმაზარი და ცვალებადია. ბევრი ადამიანი ელის, როგორ დავიკარგები ამ სამყაროში. მე კანადის პატარა ქალაქში გავიზარდე. სიმღერა საძინებელი ოთახის სარკის წინ თვითონ ვისწავლე! ასევე ვისწავლე ძველ გიტარაზე დაკვრა.დედამ ჩემი პირველი ჩანაწერები Youtube-ზე გააგზავნა. ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მილიონ დისკს გავყიდდი, აშშ-ს პრეზიდენტისათვის ვიმღერებდი და მსოფლიო ტურნეს გავმართავდი. ასე, რომ არ დავკარგულვარ! სცენაზე, ჩემი ფანების პირისპირ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვე. სწორედ ამაზეა ეს წიგნიც. მასში მოგიყვებით როგორ ვშოულობდი ფულს სტრატფორდში ქუჩაში დაკვრით და როგორ გავხდი მილიონობით ფანის კუმირი, ანუ ჩემი ოცნების ახდომაზე მოგითხრობთ! ჩემი სიმღერები ყვებიან იმაზე, რაც გულში მაქვს.
ეს წიგნი ფანჯარაა ჩემს სამყაროში.
P.s ვიცი ბავშვებო პატარაა, მაგრამ გპირდებით შემდეგში უფრო დიდი იქნება : ))