ფილმი 3D ფორმატშია გადაღებული. ჯონი დეპი ისევ ბეღურა ჯეკის როლს ასრულებს. პენელოპა კრუზი,კი ანჟელიკას ასახიერებს,რომელიც ჯეკის დახმარებით ცდილობს ახალგაზრდობის შადრევნის პოვნას. ბეღურა ჯეკს ანჟელიკა უყვარს,მაგრამ არ იცის შეიძლება თუ არა მისი ბოლომდე ნდობა. ანჟელიკა მეკობრეების კაპიტნის,შავწვერას ქალიშვილია. შავწვერას ახალგაზრდობის დაბრუნება სურს,ჯადოსნური შადრევნის პოვნით. ფილმში შეხვდებით ქალთევზებს,ზომბებს,მისიონერებს.
კარიბის ზღვის მეკობრეები 4-ის ბიუჯეტი 200 მლნ. დოლარია. გადაღებები 2010 წლის იანვარში დაიწყო,ჰავაიზე და ნოემბერში დასრულდა.ზოგიერთი სცენა ლონდონის სტუდიაშია გადაღებული.დაგეგმილია კიდევ ორი ფილმის გადაღება "კარიბის ზღვის მეკობრეების" თემაზე.