ფიფქიას ისტორია იწყება მამის მკვლელობით. შემდეგ პრინცესა სახლიდან გარბის და თავშესაფარს ჯუჯების სახლში პოულობს.
როგორც ცნობილია ფილმი არ არის მხოლოდ ორიგინალურ მასალაზე მიმაგრებული, ის სავსე იქნება თავგადასავლებით და იუმორისტული ეპიზოდებით.
პროდიუსერები აცხადებენ, რომ რობერტსი პირველი და ყველაზე რეალური კანდიდატი იყო დედოფლის როლზე…
‘ის უკვე ‘სახეა’ და დარწმუნებული ვარ ვერავინ მასზე უკეთესად ვერ შეასრულებს ამ როლს.’
სცენარის ავტორები არიან მელისა უოლეკი და ჯეისონ კელერი.
გადაღებები 2011 წლის აპრილში იწყება, ფილმი კი ეკრანებზე 2012 წლის 29 ივნისს გამოდის.