პოპის დედოფალი იუბილარია, მადონა ლუიზა ვერონიკა ჩიკონე, არც მეტი, არც ნაკლები, 53
წლის გახდა.
მუსიკალური კარიერა მომღერალმა 1983 წელს დაიწყო და პირველი სადებიუტო ალბომი
”Madonna” გამოუშვა. მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის პოპის დედოფლის
გვირგვინს მოირგებდა და ამ სტატუსს 53 წლის ასაკშიც არ დათმობდა.
მომღერალმა ეს თარიღი ბოიფრენდთან, ფრანგ მოცეკვავე Brahim Zaibat-თან ერთად აღნიშნა.
მათ ბავშვებთან ერთად ნიუ იორკის ქვიშიანი სანაპრო მოინახულეს და ერთმანეთის ალერსით
დატკბნენ.
როგორც ჩანს, პოპის დედოფალი ხვდება, რომ ხმაურიანი წვეულებები აღარ შეეფერება მის ასაკს,
თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მადონა 53 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება.
|