პოკერული ლავსთორი - 18 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » პოკერული ლავსთორი
8:09 PM
პოკერული ლავსთორი

ბიჭებს ყოველთვის აბსურდული მიზეზებით ვშორდებოდი. ერთს იმის გამო დავშორდი, რომ ბუკოვსკიზე თქვა, სირიაო, ერთს კი იმიტომ, რომ ულამაზესი თმა მოკლედ შეიჭრა ..
 კიდევ ერთ ბიჭთან  იმიტომ  ვერ ავაწყვე ურთიერთობა, რომ საღამოობით არ მელაპარაკებოდა ხოლმე. მგონი, მაშინ საღამოები უფრო გრძელი იყო, ვიდრე ახლაა, ან უბრალოდ, ამდენი საქმე არ მქონდა. მივწერდი ფეისბუქის ჩატში, ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხებდა. რამდენიმე სიტყვას გავცვლიდით და იკარგებოდა. მერე უფრო  ხშირად ვწერდი : ეეეეე. სად ხარ, რატო ქრები.. და  არ ვჩერდებოდი, სანამ არ მიპასუხებდა. როგორც წესი, მისი პასუხი ასეთი იყო: ,,პოკერს ვთამაშობ და ვერ გწერ. მოვრჩები და დაგელაპარაკები” და მეც აღარაფერი დამრჩენოდა იმის გარდა, რომ ტეხასური ჰოლდემის ფბ ვერსიის შემქმნელისათვის გულში დედა მეგინებინა. ბოლოს ყელში ამომივიდა ეს პოკერული დაყოვნებები, გავიფიქრე: გაიკეთოს ფულ-ჰაუსი ტრაკში-მეთქი და მეგობრებიდან წავშალე.

რას წარმოვიდგენდი ასეთი ანტიპოკერული ლავსთორის მერე თუ ვინმე ამ თამაშზე გულს მომიბრუნებდა, მაგრამ ასე 2 თვის წინ მეც ვისწავლე პოკერი. წარმოდგენა რადიკალურად შემეცვალა.  თუ აქამდე მეგონა, რომ პოკერით მხოლოდ ის ბიჭუნები ერთობიან, რომლებსაც მშობლები სიგარეტის ფულსაც არ აძლევენ, თამაშის სწავლის  შემდეგ დავასკვენი, რომ პოკერი გონებამახვილი ტიპებისთვისაა, რომლებსაც უყვართ, როცა რისკავენ და რომლებსაც ცოდნაცა და იღბალიც საუკეთესო აქვთ.


 


პოკერი რომ არ მესწავლა, შეიძლება ამ ოთხშაბათს ტელევიზორი არც კი ჩამერთო. მაგრამ ღამე მეტისმეტად გრძელი გამოდგა, ლუდი_მეტისმეტად ცოტა, რამაც მთლიანად ტელევიზორს შეატოვა ჩემი გართობის რთული მისია.  რომ ჩავრთე, ,,პოკერ–რინგი” უკვე დაწყებული იყო_  ,,ევროპაბეთის” ონლაინ პოკერ-ტურების გამარჯვებულები ერთმანეთს კამერების წინ ხვდებოდნენ. პრინციპში, მხოლოდ გამარჯვებულები არ თამაშობდნენ, თიკო სადუნიშვილი და ერთი მოსიმპატიურო ჟურნალისტიც ჰყავდათ დამატებული.
თავიდან ცოტა სკეპტიკურად დავიწყე ყურება.   თამაშების ეკრანზე გადატანა  ხომ იშვიათად სრულდება წარმატებით (ის საშინელი გადაცემა გაიხსენეთ ,,_მაფიის ღამე”).. მაგრამ იმედი სასიამოვნოდ გამიცრუვდა. თამაში საკმაოდ კარგი სანახავი  გამოდგა და საპრიზო ფონდმა პირდაღებული დამტოვა. ფინალში გასულებისთვის 50 000  ლარი ყოფილა გამოყოფილი. წარმოგიდგენიათ, 50 000 რამდენია? მე კიდევ სულ რამდენიმე თვის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ პოკერის მოთამაშეთა სრულ უმრავლესობას მომავალი საერთოდ არ აქვს.
მონაწილეებზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ თურმე ვიღაცებისთვის მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ითამაშონ და რა შავდება ამით? არც არაფერი,  უბრალოდ ეს მათი \ცდუნებაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩემთვის_ კითხვა.
ჰოდა, ავიღე მობილური და იმ ტეხასური ჰოლდემის ფანს მივწერე:
_ვერასდროს წარმოიდგენ, ახლა რას ვაკეთებ : ]


და 5 წუთში მომწერა: ჰაჰა. მეც მაგას ვუყურებ : ]
გამეღიმა. ლოგიკა მუდამ მისი ძლიერი მხარე იყო. იქნებ ამიტომაც გამოსდიოდა პოკერი ასე კარგად?

კატეგორია: Love ისტორ.. ★ | ნანახია: 753 | დაამატა: ansu | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz