ოცნებები სრულდება 3 და 4 ნაწილი - 21 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 21 » ოცნებები სრულდება 3 და 4 ნაწილი
8:17 PM
ოცნებები სრულდება 3 და 4 ნაწილი
მესამე ნაწილი 

გავიღვიძე დილით და უკვე საავადმყოფოდან გამოწერილი ვიყავი, რავიცი ასე მეგონა რადგან ეხლა ამჯერად ჩემს ოთახს ვხედავ... ავდექი დავხედე საათს და უკვე 12 იყო... მივედი კარადასთან და ჩავიცვი მოტკეცილი მუქი ჯინსები და გრძელი ყვითელი მაიკა, როგორც ყოველთვის კეტები მაგრამ ამჯერათ ყვითელი თეთრში... გამოვაღე ჩემი ოთახის კარები და დედასთან გავექანე. 
- დედიიკო! როგორ ხარ ჩემო საყვარელო? 
- უი ადექი საყვარელო? კი კი კარგად ვარ შენ სალ? 
- კარგად დეე! ისე რა მოხდა დედა იცი საავადმყოფოში? 
- რა? 
- არ იცი? ჯასტინმა ყვავილები მაჩუქა, დამელაპარაკა, თანაც ჩემი მობის ნომერი გამომართვა! გადავირიე კინაღამ დე! ვაიმე მემგონი მართლა გავრეკე! 
- ვააუ მართლა? ამ დროს მამაჩემს გასძახა რომელიც გემრიელად ილუკმებოდა: ვაა ხედავ ბოობ? სიძე უკვე ვიშოვეთ! : ) 
- ოო! კარგი რა დედა! რა სისულელეა?! როგორ გგონია ჯასტინი მე შემიყვარებს? რა სისულელეა! 
- რატო გოგო? შენზე ლამაზი არავინ არ არსებობს! 
- კაი კაი დე მე წავედი! 
- მოდი გოგო აქ ჭამე არ გშია? 
- არა დე წავალ ნინისთან შევჭამ... 
- ხო კაი წადი წადი და იცოდე ჭკვიანად! იცოდე დღეს საღამოს ყველაფერს მომიყვები! 
- რაას? 
- აი იმედია ის რაინდი დაგირეკავს... : ) 
- აუუ კარგი რა დედა! ხომ არ გაგიჟდი რა რაინდი? 
- უიმეე ხო კაი კაი წადი! მაგრამ იცოდე მაინც გათქმევინებ ყველაფერს! 
- კაი აბა გკოცნიით! 
დავტაცე ჩემს მობილურს ხელი და სახლიდან გავედი, შევედი და კარები ნინიმ გამიღო: 
- ვაა სალი როგორ ხარ? 
- სიხარულისაგან დავფრინაავ! აი ეხლა იმის ზარს ველოდებიი! 
- ვაა მართლა? აუუ რა მაგარია! 
- იცოდე ნიინ სადმე თუ დამპატიჟა მეც წამოვალ! 
- ხომ არ გადაირიე? რა მე? არა არა! ეხლა მე ზედმეტი ვიქნებიი! 
- ააუ კარგი რაა! 
და უცებ გაისმა რეკვის ხმა! დავხედე ტელეფონს და ჯასტინი იყო: 
- ხო ჯასტინ? 
- სალი იცი რა? აი მაშინ რომ გითხარი დაგირეკავ და სადმე წავიდეთთქო ხომ გახსოვს? 
- კი კი მაგას რა დამავიწყებს! 
- ხოდა აი იმიტომ დაგირეკე რომ მინდა რესტორანში შევხვდეთ ერთმანეთს და რაღაც სერიოზულ საქმეზე უნდა დაგელაპარაკო... 
- ააა... კარგი კარგი! აუცილებლად! მითხარი რომელი საათისთვის? 
- სადღაც ესე 3- ისთვის გცალია? 
- კი როგორ არა კარგი მე მანამდე მოვწესრიგდები და მოვალ კარგი? უიი სულ დამავიწყდა რომელ რესტორანში? 
- არ არის საჭირო ჩემ ძღოლს გამოვუშვებ და ის წამოგიყვანს... 
- კარგი! მადლობ! ნახვამდი საყ... 
- რა? ვერ გავიგონე სალი რა მითხარი? 
- არა არაფერი! უბრალოდ ვთქვი კარგად თქო... : ) 
- ააა! კარგი ნახვამდის... 
გავუთიშე და დავიწყე ძაან დიდ ხმაზე კივილი, ნინიც ამყვა კივილში და ესე დაახლოვებით 15 წუთიანი კივილის ოპერა ჩავატარეთ... : ) 
- ნიიინ დამპატიჟა გოგო! 
- ვაიმეეე! რა მაგარიააა! წამოდი დროზე გამოგპრანჭოო! 
- შენ? 
- არა მე.. ისე რომელ საათზე დაგინიშნა? 
- 3-ზე 
- აუუ მე მაგ დროსთვის არ მცალია, მათემატიკაზე მივდივაარ! თან დღეს ბოლო გაკვეთილი მაქვს! 
- ააუ! კარგი ხო კარგი! 
- რას დამაყუდე გოგო აქ? დროზე წამოდი გამოგპრანჭო! 
- კარგი წამო წავიდეთ 
შოპინგზე წავედით და რომ დავხედე უკვე 2 საათი იყო 
- ვაიმე ნიინ უკვე 2 საათია! 
- კარგი წამო დროზე დროზე! 
წავედით ჩემს სახლში უცბად ავირბინედ ისე რომ დედამაც ვერ შემამჩნია... ისე გამოვიპარწკვე რომ რო დავხედე დსაათს უკვე 3 აკლდა 15 წუთი 
- ვაიმე ნიინ თხუთმეტ წუთში მომაკითხავს! 
- მძღოლი ხო? 
- ხო მძღოლი, მაგათმა ეგრე იციან... 
- კაი კაი დროზე ეხლა წავედიიით! 
- წავედით! 
ამ დროს გავედი კარებიდან და უცებ იმხელა ჯიპი თუ რაღაცა დავინახე რომ თვალები გადმომცვივდა ბუდედან! : ) (მანქანებში ვერ ვერკვევოდი) 
გადმოვიდა და მითხრა: 
- თქვენ ბრძანდებით ხომ სალი? 
- დიახ მე ვარ! 
- იცით რაა? ძალიან ლამაზად გამოიყურებით! ჯასტინს ნამდვილად მოეწონებით! 
- დიდი მადლობა! 
- არაფრის შვილო! მოდი ჩაჯექი! 
ჩავჯექით და წავედით უცბად გააჩერა და გადმომიყვანა, შემიყვანა და ის დავინახე, ის ისეთი ლამაზი იყო... კინაღამ ვიკივლე! 
- გამარჯობა ჯასტინ! 
- გამარჯობა ს ა ლ ი! რა ლამაზად გამოიყურები! ძალიან ლამაზი ხარ! 
- მადლობ! შენც ასევე! 
- ჰაჰ! მადლობ მოდი დროა დავსხდეთ არა? თუ ვიდგეთ? 
- აა ხო! დავსხდეთ! 
- იცი რაა სალი? მე მინდოდა მეთქვა რომ... 
ამ დროს ვიღაცა ძუნგლიანი აფიციანტი მოვიდა... 
- რას ინებებთ? 
- სალ რას მიირთმევ? 
- აა... რავი აბა... მარტინს 
- ვაუ მაგარია! მეც თუ შეიძლება! 
- ახლავე მოგართმევთ! 
- ხოდა რას გეუბნეოდი სალი რომ მე მინდოდა მეტქვა... 
- აი ინებეთ თქვენი მარტინი! 
უკვე ისე მიშლიდა ნერვებს რომ კინაღამ ვწვდი ყელში მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე... : ) 
- მადლობთ! 
- იცი რა? სალი მე მინდოდა მეთქვა რომ მე შენ ძალიან მომწონხარ! შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი! როდესაც დაგინახე ძალიან მომეწონე! მე შენ მიყვარხარ! ოღონდ გთხოვ ეხლა გული არ წაგივიდეს! : ) 
- ვაიმე ჯასტინ! არც კი ვიცი რა ვთქვა! (არადა ვიცოდი) 
- მითხარი გთხოვ რისი თქმა გინდა? 
- იმის რომ მეც უზომოდ მიყვარხარ! 
და მხურვალედ ჩავეხუტეთ ერთმანეთს! ამ დროს აჭრიალდა პაპარაცები... 
- სალი მოდი წავიდეთ კარგი? მაინც უკვე გითხარი რაც მინდოდა! 
- კარგი წამოდი საყვარელო! 
- ვაუ უკვე საყვარელო? 
- ხო! 
უცბად მეცა და ისეთი მაკოცა გული უნდა წამსვლოდა მაგრამ ვეღარ გავბედე... 
ჩავჯექით მანქანაში და სულ ჩახუტებულები ვიყავით რამოდენეჯერმე მაკოცა კიდეც... 
- ჯასტინ იცი რა? 
- რა? 
- ძალიან თბილი ხარ! 
- მართლა? მოდი მაშინ უფრო კარგად ჩამეხუტე და მაკოცე! 
- კარგი! 
ჩვენი საქმეც მოვითავეთ და უკვე ჩემ სახლთნაც მივედით... 
- კარგი აბა ჯასტინ ნახვამდის! და მხურვალედ ვაკოცე! 
- ნახვამდის საყვარელო! 
- კარგი პაკაა! 
ავედი სახლში და უცებ დედა მეცა მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა... ავედი ჩემს ოთახში და დავწექი, უი ჩამძინებია! 
ტანსაცმლიანი თან წამოვიყვირე მე! დავხედე საათს და უკვე 10 საათი იყო, ავდექი ფეხი გადმოვდგი და რა დაინახეს ჩემმა

თვალებმა!.... 


მეოთხე ნაწილი 

გავახილე თვალები წამოვდგი ფეხი და რას ვხედავ! ჯასტინი ისე სასაცილოდ გდია ძირს რომ სიცილი ვერ შევიკავე! 

- ჯასტინ? 
- ა? რა? ხო? აააა სალი შენ ხარ? გული გამიხეთქე! 
- გული კი არ გაგიხეთქე, აქ რა გინდა მითხარი! 
- იცი რაა? კაი ხო გეტყვი! 
- დაბლა დაგდებულმა უნდა მითხრა? არ ადგები? 
- უი ხო! 
- სალი როდესაც სახლში შეხვედი მინდოდა რომ კიდევ ერთად ვყოფილიყავით, და ასეც მოვიქეცი... ღამე ჩუმად შემოვიპარე და შენთან დავწექი მერე კი ჩამძინებია... 
- აბა ძირს რატომღა ეგდე? საწოლი არ არსებობს? ეხლა არ მითხრა რომ შემრცხვაო! 
- არა უბრალოდ მე ეგეთი ჩვევა მაქვს ძილში ლოგინიდან ვარდები ხოლმე და ალბათ ეხლაც ეგრე მომივიდა! 
- ააა... ვაიმე რა სასაცილო ხარ! სარკეში ჩაიხედე რაა! 
- რა? რა მჭირს? 
- რა და ერთი შენი თმის პრიჩოსკას დახედე! 
- ვაიმე დედა! ეს მე ვარ? 
- აბა მე ვარ ჯასტინ? 
- ვაიმე ფენი და სავარცხელი გაქვს? 
- შენთვის ყველაფერი მაქვს საყვარელო! 
- ვაუ?! მოდი აქ დროზე ჩამეხუტე თორემ დაგიჭერ და ღუტუნს დაგიწყებ! 
- არა! 
- არა ხო? დამაცადე მე შენ! 
ამ დროს მთელი ელვის სისწრაფით გამოექანა ჩემსკენ მეც გავიქეცი მაგრამ ვეღარაფერი მოვახერხე და დამიჭირა! იმდენი მიღუტუნა რომ კინაღამ გავსკდი სიცილით! 
- ჯასტინ! ჯასტინ! ჯასტინ! გაჩერდი გთხოვ! ჯასტინ! 
- აბა შენ რომ არ ჩამეხუტე და მაკოცე?! 
- კარგი კარგი ოღონდაც გამიშვი და გაკოცებ! 

გამიშვა ხელი და მხურვალედ ჩამეხუტა! მეც ვაკოცე და ერთი 10 წუთი ესე ვიყავით მერე კი ავდეით, და ჯასტინს ვთხოვე: 
- ჯას? მიდი რა ტანსაცმელი მომიმზადე რაა! მე თან იმ ფენს და სავარცხელს მოგიმზადებ! 
- კაი! 
გავედი ვეძებე ვეძებე და ვერ ვიპოვე.. 
- ჯასტინ?! ბოდიში მაგრამ ვერ ვიპოვე ეტყობა გაგვიფუჭდა და დედამ გადააგდო... 
- აუუ! რა გავაკეთო ეხლა მე? აბა ქუჩაში როგორ გავიდე? 
- მე ვიცი! 
- რა იცი? 
- რა და ნინისთან გავირბინოთ უცბად იმედია ნინის ექნება და გაიკეთე კარგი? 
- არააა! მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! კარგი კარგი ხო! 
- შენ რა ქენი შემირჩიე ტანისამოსი? 
- კიი აი ეს სარაფანი მომწონს ძალიან! აი ეს ჩაიცვი! 
- მადლობთ მისტერ ჯასტინ! არ მეცე ეხლა! თორე შენს გამო მთელი სხეული დასინიაკებული მაქვს! 
- ააა... გინდა ვნახო? 
- რა უნდა მნახო ბიჭო? არც იოცნებო ჩემი სხეულის ნახევრად შიშველის ნახვა! 
- კარგი კარგი ხო! მაგრამ... 
- არავითარი მაგრამ! შებრუნდი ეხლა რომ ჩავიცვა! 
- უიმეეე რა უჯიშო ყოფილხარ! 
- უჯიშო ხო? მაცადე ეხლა რა გაგიკეთო! 
- ვაიიი არა არა! კაი ხოოო ჯიშიანი ხარ ჯიშიანი! 
- აი ეგრეე! 
- შევბრუნდე? 
- აბა უნდა იცეკვო? 
- კარგი კარგი! 
ამასობაში მეც ჩავიცვი და ჯსტინთან ახლოს დავდექი 
- მიხდება მისტერ ჯასტინ? 
- ძალიან მისის სალი! 
- ისე გიხდება ეგეთ ტალღაზე თმა ხომ იცი?! 
- გაჩუმდი და დროზე წამიყვანე ნინისთან! 
- კაი კაი წამოდი... 
ამ დროს მივადექით ნინიკოს სახლს და კარი ნინიკომ გაგვიღო 
- ვაიმე დედა! ჯასტინ! ეს რა არის? ვაიმეეეეეე! რა სასაცილო ხააააარ! ვაიმეეეეეეეეე ეხლა გავსკდებიიიიიი! 
-კარგი ნინი გაჩუმდი თორე რაღაცა ვერ არის დღეს! 
- ვერა ვარ ხო? დამაცადე სენ! 
გამომეკიდა და მეც გავიქეცი უცბად ხელში ამიყვანა და მაკოცა! 
- რავიცი აბა სალი მემგონი შენ ვერ ხარ რაღაც თორე ეს მშვენივრად არის.... 
- ხოო? რავი... 
- კარგით ეხლა როდემდე უნდა იდგეთ? შემოდით! 
- ნიინ გთხოვ რა ფენი და სავარცხელი მათხოვეე! ამ ვაჟბატონს უნდა გაისწოროს თმა! გთხოვ არ მეცე ეხლა! 
- არა ამჯერად არა და სალი თუ კარგად არ მოიქცევი გეცემი კი არა კარგადაც იცი რაც მოგივა... 
- კარგი საალ მოგიტან ახლავე! 
- მადლობ 
მანამდე სანამ ნინი მოძებნიდა ფენს და სავარცხელს მე და ჯასტინმა რაღაცეებზე ვილაპარაკეთ... აი ნინიც მოვიდა 
- აჰა ჯასტინ და გაისწორე! 
- მადლობ ნინ! 
ამ დროს ჯასტინი ერთ ამბავში იყო თავის პროცედურებს თუ რაღაცეებს იკეთებდა... მანამდე კი მე და ნინი ვსაუბრობდით... 
- აი მოვრჩი ნიინ! მადლობა დიდი! 
- ვაუ ჯასტინ მემგონი ესე უფრო გიხდება რა საყვარელი ხარ მოდი ჩაგეხუტო! 
ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მაკოცა კიდევაც... 
- ნიინ წავიდეთ არ გინდა სადმე პარკში? 
- არა სალ არა! თქვენ წადით! 
- აუუ ნინ კარგი რა! ამ ვბოლო დროს რაღაცა მერიდები რა ხდება? 
- არა უბრალოდ ხასიათზე არ ვარ... აი გპირდეპი ხვალ სადაც გინდა იქ გამოგყვები! 
- კარგი მაშინ ხვალ შოპინგზე წავიდეთ ჯასტინთან ერთად! 
- კარგი თანახმა ვარ! 
- კაი ნიინ პაკა! 
- ნახვამდის ჯასტინ და სალ! 
გავედით გარეთ და პარკში სეირნობა დავიწყეთ... 
- სალი საყვარელო ნაყინი არ გინდა? 
- კიი მინდა! 
- რისი? 
- რავიცი აბა... მარწყვის... 
- მე შოკოლადის თუ შეიძლება! 
- აი ინებეთ! 
- მადლობა! 
ჩევჭამეთ ნაყინი და ამ დროს ჯასტინიც მეცა და წამისვა სახეზე მერე მეც წავუსვი, მერე ჯასტინმა სახე მომბანა... 
- ვაუ ჯასტინ! ნახე კვე 11 საათია! ვაიმეე! მეშინია წამოდი წავიდეთ! 
- კარგი წავიდეთ მაგრამ არ შეგეშინდეს მე აქ არ ვარ? 
- კარგი! 
მომეხვია და ჩახუტებულები ჩემს სახლამდეც მიმაცილა! 
- კაი ჯასტინ ნახვამდის! ისე ჩემთან ხომ არ დარჩებოდი? 
- კი მინდა მაგრამ შენი მშობლები? 
- არაუშავს ისევ ღამე შემოიპარე კარგი? 
- კარგი! 
- აბა ღამემდე! 
- პაკა! 
შევედი სახლში და არავინ არ იყო, ალბათ დედა და მამა სადმე რესტორანში წავიდნენ გავიფიქრე მე... 
- არა არა ჯასტინ! მოდი აქ არ ყოფილან სახლში ამო! 
- კარგი ახლავე! 
ავედით ოთახში ჩავწექით ლოგინში და
მხუ
რვალედ ჩავეხუტეთ ერთმანეთს...


თუ მოგეწონათ გავაგრძელებ :))))))
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 836 | დაამატა: Tasiko-JB | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: Masho_Leto
(მასალა) თარიღი: (2011-04-22 12:30 PM)




0



პასუხი
gaaagrdzeleeee magariaaa male dade raaaa
:*