იტალიური Vogue-ს რედაქცია მკითხველს ებოდიშება იმის გამო, რომ საყურეს, რომელსაც რგოლის ფორმა აქვს, "მონების საყურე" უწოდა.
რედაქციის თანამშრომელთა აზრით, სწორედ ასეთ სამკაულს ატარებდნენ ფერადკანიანი მონები.
ბოდიშის მოხდა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც "თვითერის" მკითხველმა რედაქციის მესვეურები რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. მიუხედავად რედაქციის მხრიდან უამრავი ბოდიშისა, მკითხველთა ტალღა კვალავ ბობოქრობს.
იტალიური "ვოგი" სამის წლის წინაც დაახლოებით მსგავს სკანდალში გაეხვა- მაშინ მათ სპეციალური ნომერი გამოუშვეს სახელწოდებით- "შავი ნომერი" და მხოლოდ ფერადკანიანი მოდელების ფოტოები დაბეჭდეს.
|