გამოკითხვა 1 |
რამდენი წლის ხართ?
სულ ხმები : 369
|
გამოკითხვა 2 |
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
სულ ხმები : 304
|
გამოკითხვა 3 |
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11.
სულ ხმები : 378
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » მაისი » 28 » Nirvana
|
NIRVANA
ნირვანა იყო ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი. 1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა, როგორიცაა ელის ინ ჩენსი, პერლ ჯემი და საუნდგარდენი ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.
ნოვოსელიჩმა და კობეინმა ერთმანეთი გაიცნეს 1985 წელს. ორივე ჯგუფის The Melvins მოყვარული იყო. ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად, ჯგუფის შექმნის მცდელობას წარუმატებლობა მოჰყვა, შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი (დასარტყამები). სწორედ ეს იყო მომავალი ნირვანას პირველი ვერსია. მოგვიანებით კობეინმა ახსენა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა სხვა კოლექტივების, კერძოდ Gang of Four და Scratch Acid გავლენის ქვეშ. რამდენიმე თვის შემდეგ ბერკჰარდმა დატოვა ჯგუფი. ის დროებით დეილ კროვერმა შეცვალა. ( The Melvins ) ამ შემადგენლობით ჯგუფმა რამოდენიმე დემო ჩანაწერი გააკეთა და კვლავ შეიცვალა დრამერი. ახალ დრამერს დეივ ფოსტერი ერქვა. 1988 წლამდე ნირვანამ ბევრი სახელი გამოიცვალა ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred.88 წელს კურტი და კრისტი ნირვანაზე შეჩერდნენ და ამ(ა) წლის მარტში პირველად გამოვიდნენ სცენაზე ახალი სახელით. მალე ნირვანას მუდმივი დრამერი ჩად ჩენინგი შეუერთდა. ჯგუფი უკვე მზად იყო პირველი სიმღერების ჩასაწერად.
ალბომის ჩაწერისთვის აუცილებელი თანხა 606 დოლარი და 17 ცენტი ჯგუფს ჯეისონ ევერმანმა მისცა.ჯეისონ ევერმანი კურტს მისმა მეგობარმა სილან კარლსონმა გააცნო (კარლსონი აგრეთვე არის ნირვანას სიმღერის In Bloom სუბიექტი) ჩენინგს კი ის ბავშვობიდან იცნობდა. ევერმანი თავისუფალ დროს ჯგუფის წევრებთან ერთად ატარებდა და როდესაც მათ ფული დაჭირდათ ჯეისონი სიამოვნებით დაეხმარა. მიუხედავად იმისა რომ Bleach ის "სპონსორს" ალბომის ჩაწერაში დიდი წყვიი არ მიუძღვის გარეკანზე მაინც წერია რომ ის იღებდა მონაწილეობას გიტარის პარტიის ჩაწერაში (ეს ასეც იყო).ჩაწერის შემდეგ ჯეისონი აგრძელებდა ნირვანას მეორე გიტარისტობას, მაგრამ მალე წავიდა. (ფული ნირვანას წევრებს მისთვის არ დაუბრუნებიათ) 1989 წლის შემოდგომაზე მოეწყო ტურნე ევროპაში. ბიჭებმა 42 დღეში 36 კონცერტი ჩაატარეს. ნირვანას ჟურნალი Melody Maker უწევდა რეკლამირებას, და ჯგუფის ყველა კონცერტმა ანშლანგით ჩაიარა.
|
კატეგორია: ვარსკლავები ★ |
ნანახია: 720 |
დაამატა: Takusha1999
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
|