ნიკოლას ქეიჯს შვილის ცემაში ადანაშაულებენ
რამოდენიმე კვირის წინ, ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლას ქეიჯი დააკავეს, როდესაც იგი თავის ცოლს უხეშად მიმართავდა ნასვამ მდგომარეობაში. როგორც აღმოჩნდა ნასვამი მსახიობი ხმამაღლა უმტკიცებდა მეუღლეს, რომ მას სახლისკენ გზა ახსოვდა. რამოდენიმე დღის წინ უცნობმა კვლავ უჩივლა მსახიობს პოლიციაში. მან განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ დააგდო ხუთი წლის შვილი ძირს გაბრაზებულმა მსახიობმა. ქეიჯის მეუღლემ განაცხადა, რომ ნიკოლასს ბავშვი ხელში ეჭირა, მან ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და შემთხვევით გაუვარდა იგი. პოლიციელები გამოძიების ჩატარებას გეგმავენ. მათ შესაძლოა მსახიობის შვილიც კი დაკითხონ.
|