დემი მურს ახალი საყვარელი ჰყავს

"ისინი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. კატჩერთან გამქორწინების დაწყების დღიდან სკოტი გამუდმებით დემის გვერდითაა", - ყვება RadarOnline-ის წყარო.
როგორც მსახიობების გარემოცვის წევრები ამბობენ, ბორბა და მური ყოველთვის კარგი მეგობრები იყვნენ. ცოტა ხნის წინ კი წყვილი კიდევ უფრო დაახლოვდა. მურს სკოტთან ურთიერთობის დაფარვაში მისი პროფესია ეხმარება - კოსმეტოლოგი ყოველთვის ვარსკვლავების გარემოცვაშია.

თავად დემი მური გავრცელებულ ხმებზე კომეტარს არ აკეთებს. თუმცა ცნობისმოყვარე ადამიანები ამჩნევენ, რომ ის ბოლო დროს კოსმეტიკური სალონების ხშირი სტუმარია.
დემი მურისა და ეშტონ კატჩერის ოჯახური ცხოვრების დეტალები სკანდალის აგორებისთანავე გახმაურდა. პორტალი Showbizspy.com წერდა, რომ თავად დემიც არ იყო კატჩერის ერთგული. გართობისთვის ის მასზე ასაკით ბევრად პატარა ყმაწვილებს არჩევდა. პორტალის ინფორმაციით, მურს რომანი ჰქონდა 27 წლის კანადელ მსახიობ ბენ ჰოლინგსვორტთან
ბრედლი კუპერი ფრანგ მსახიობთან დადის

36 წლის მსახიობმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ფრანგულად, ქალაქ ოგნეიში 28 წლის კინოვარსკვლავთან ერთად რომანტიკული საღამო გაატარა.
ისინი ელისეს მინდვრებზე, თეატრ La Comédie-ში შეხვდნენ ერთმანეთს, პიესა "იოვი, ან უბრალოდ ხეტიალი" ნახეს, შემდეგ კი სასტუმროში, სადაც კუპერი დაბინავდა, სავახშმოდ გაემართნენ.
წყვილი ერთმანეთის კამპანიაში თავს შესანიშნავად გრძნობდა, ისინი მცირე ხნით თეატრთანაც შეჩერდნენ და თაყვანისმცემლებს ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი სასტუმროში წავიდნენ.

სექტემბერში კუპერისა და ჯენიფერ ლოპესის რომანის შესახებ ჭორაობდნენ, მაგრამ წყვილის ურთიერთობა მეტისმეტად ხანმოკლე აღმოჩნდა.
ნოემბრის დასაწყისში ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კუპერი აცხადებდა, რომ ის არავის ხვდება:
"მე მარტოხელა, 36 წლის მამაკაცი ვარ. თავს მექალთანედ არ მივიჩნევ, მაგრამ ქალები მიყვარს", - ამბობდა კუპერი.
შერის ქალიშვილი ცოლს ირთავს

ცნობილი Space Needle-ის კოშკის აივანზე ჩეზმა ჯიბიდან ბეჭდიანი პატარა ყუთი ამოიღო და ჯენიფერს მიმართა: "მსურდა განსაკუთრებული ადგილი შემერჩია, რათა დაბადების დღეზე შენთვის საჩუქარი მეჩუქებინა. იმედი მაქვს, მოგეწონება”.
ჯენიფერი, რომელსაც ბონო ექვსი წელია ხვდება, გაოგნდა.

ჩეზ სალვატორე ბონო ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებათა დამცველი, მწერალი, მსახიობი და მუსიკოსია. ის სონისა და შერის ერთადერთი შვილია. 2010 წლამდე, სანამ სქესს შეიცვლიდა, ჩეზ ბონო ქალი იყო.