NEWS - 28 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » NEWS
11:42 PM
NEWS
ტომ კრუზის 5 წლის შვილი წიგნს წერს
მსახიობ ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის 5 წლის შვილი, სური წიგნს წერს. 

ახალი ამბავი ტაბლოიდმა InTouch გაავრცელა. 5 წლის სური საბავშვო წიგნზე მუშაობს, თუმცა როგორია მისი სიუჟეტი, ჯერ უცნობია.

"ტომსა და ქეითს მიაჩნიათ, რომ ამაში ცუდი არაფერია. როგორც კი სური წიგნის წერას დაასრულებს, მშობლები მის გამოცემას აპირებენ," - იუწყება წყარო.

წყაროს ცნობით, ეს არ იქნება ჩვეულებრივი წიგნი. სური სიუჟეტს მისივე ხელით დახატული ილუსტრაციებით გააფორმებს.


ჯონ ლენონის "მოსაგვარებელ საქმეთა სია" აუქციონზე იყიდება

ჯონ ლენონის "მოსაგვარებელ საქმეთა სია" აუქციონზე გააქვთ. ერთი ფარატინა ფურცლის საწყისი ფასი 4000 აშშ დოლარია. მასზე იმ საქმეთა სიაა ჩამოწერილი, რისი მოგვარებაც ლენონს სურდა. 

სიაში ისეთი ყოველდღიური საქმეებია ჩამოწერილი, როგორიც არის მარმელადის ყიდვა, მისი შვილის, შონის მატრასის ამობრუნება და მეგობრისთვის, სემ გრინისთვის წიგნის გამორთმევა.

თუმცა სიაში The Beatles-ის წევრისთვის პრიორიტეტული პირველი ადგილი, საკაბელო ტელევიზიის ხარვეზების გამოსწორებამ დაიკავა.


ლენონი წერდა "H.B.O. ბიჭი მოვა 3-5 საათისთვის: აქ უნდა ვიყო (პირველმა ბიჭმა ვერაფერი გაიგო)."

მუსიკოსმა ეს სია 22 მაისს შეადგინა, თუმცა წელი მითითებული არ არის. ლენონის ხელნაწერი აუქციონზე 30 ნოემბერს გავა. 

უკანასკნელად ლენონის სახელთან დაკავშირებულ აუქციონზე მომღერლის კბილი გაიყიდა. მისი ფასი 32 000 აშშ დოლარი იყო.

























პრინცმა უილიამმა რუსი მეზღვაურები გადაარჩინა

დიდი ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა რუსი მეზღვაურების გადასარჩენად სამაშველო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გამოჩენილი მამაცობისთვის მას რუსეთის ელჩმა ბრიტანეთში ალექსანდრ იაკოვენკომ საჯაროდ გადაუხადა მადლობა. ელჩმა სამადლობელი სიტყვები ჯერ "ტვიტერში", საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა, შემდეგ კი მადლიერების გამომხატველი წერილი პირადად გაუგზავნა უილიამს.

"თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, მთელი დღე ვადევნებდით თვალს ჩაძირული გემის მეზღვაურების გადარჩენის ოპერაციას და ვიცით, რომ თქვენ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდით მასში. ორი მეზღვაური ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, რომ არა თქვენი მამაცური ძალისხმევა. დიდ მადლობას გიხდით რუსების სიცოცხლის გადარჩენისთვის", - ნათქვამია უილიამისადმი მიწერილ წერილში, რომლიც ტექსტიც საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

რუსული სატვირთო გემი ირლანდიის ზღვაში გრიგალის დროს უელსის სანაპიროდან 30 კმ-ში ჩაიძირა. პრინცი უილიამი სამხედრო სამსახურს სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის პილოტის რანგში გადის.



სინდი კროუპფორდი ესპანეთში ირუჯება
სუპერმოდელმა სინდი კროუპფორდმა საზოგადოება თავისი შესანიშნავი სხეულით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. პაპარაცებმა ვარსკვლავი მექსიკაში, ერთ-ერთ სანაპიროზე საცურაო კოსტუმში გადაიღეს.  45 წლის სუპერმოდელი ახლაც შესანიშნავად გამოიყურება.

სინდის გველის ტყავის დიზაინით გაფორმებული ბიკინი ეცვა. ვარსკვლავი მოდელ მეუღლესთან, რანდე გარბერთან და შვილებთან ერთად შესანიშნავად ატარებდა დროს. სინდი მექსიკაში ოჯახთან ერთად მადლიერების დღის აღსანიშნავად გაემგზავრა.

სუპერმოდელი არ მალავს, რომ ფორმის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. კროუპფორდი ბოტოქსის ხშირი მომხმარებელიც არის.

კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 758 | დაამატა: nini21 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz