ბიონსეს მამა კატეგორიულად უარყოფს ჭორებს, რომ ის შვილმა სამსახურიდან თანხების გადახარჯვის გამო დაითხოვა.
მარტში, როდესაც შემსრულებელმა განაცხადა, რომ მამას მენეჯერობიდან ათავისუფლებდა, განაცხადა: ”მამაჩემი ძალიან მიყვარს. მე, უბრალოდ, მასთან თანამშრომლობას ვწყვეტ!”. შემსრულებელს არ დაუკონკრეტებია, რა გახდა მეთიუ ნოულსის სამსახურიდან გაშვების მთავარი მიზეზი. როგორც ჭორები იტყობინებოდა, ბიონსეს მამამ შვილს ტურნედან შემოსული თანხები მოჰპარა. მომღერალმა საქმის კვლევა დაიწყო და, მას შემდეგ, რაც თანხის გამფლანგველი იპოვა, სამსახურიდან დაითხოვა კიდეც. დამნაშავე კი მამამისი აღმოჩნდა. მე მჯერა ის კაცი ამის გამკეთებელი რომ არის ....მაინც ფული ხომ იცით
|