ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფი, ალკოჰოლიზმით იტანჯება! პოტერიანას მთავარი გმირის ცუდი ჩვევის შესახებ აქამდე ცნობილი არ გამხდრა. უბრალოდ, დენიელმა ჟურნალ ”GQ-სთან” ინტერვიუში აღიარა, რომ 18 წლიდან სასმელზეა დამოკიდებული. ”ძალიან ბევრ ფართიზე დავდიოდი და აურაცხელ ალკოჰოლს ვიღებდი. მე თვითონაც ვერ შევამჩნიე, როგორ გავხდი სასმელზე დამოკიდებული. ახლა ასეთ წვეულებებს აღარ ვსტუმრობ და ცხოვრების უფრო მშვიდ სტილს ვირჩევ” - ამბობს 21 წლის მსახიობი. დენიელი მთვრალ მდგომარეობაში არც ერთ პაპარაცის არ ჰყავს გამოჭერილი. როგორც ჩანს, მსახიობი კარგად მალავდა თავის ცუდ ჩვევას. ახლა კი ის სახლში ზის, წვეულებებს ცხვირს უბზუებს და ალკოჰოლიზმს ბრძოლას უცხადებს - ყველა ვარსკვლავს კი არ აქვს ასეთი პრობლემების ხმამაღლა აღიარების გამბედაობა!!!
|