ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ 4 შვილი ოჯახში სრულიად საკმარისია. ამ აზრს ითვალისწინებენ ბექჰემებიც და აცხადებენ, რომ მეტი შვილის ყოლს არ აპირებენ. ”სამი ვაჟი და უმშვენიერესი გოგონა გვყავს, მეტი ბავშვი ნამდვილად აღარ გვინდა” - განაცხადა ინტერვიუში დევიდმა. ვიქტორიამ მეოთხე ორსულობა საკმაოდ რთულად გადაიტანა. მეოთხე შვილი, ჰარპერ სევენი, 10 ივლისს გააჩინა. ბავშვის დაბადებას 4-ში ელოდნენ, მაგრამ პატარამ დედ-მამა ერთი კვირით ალოდინა. ოჯახის ახალ წევრს დიდი სიხარულით შეხვდნენ ბექჰემების უფროსი ვაჟები. მათ დაიკოს საჩუქრებიც კი მოუმზადეს. თავად დევიდმა კი მეუღლესა და ახალშეძენილ ქალიშვილს საკუთარი დიზაინით შექმნილი ერთმანეთის იდენტური ბრილიანტის კოლიეები უსახსოვრა. ასე რომ, დევიდის ოცნება წარსულს ჩაბარდა - ის ხომ ოდესღაც ოჯახური საფეხბურთო გუნდის შექმნას გეგმავდა. ამ სურვილის ახდენაში კი 3 ვაჟი ნამდვილად ვერ გამოადგება.
|