ძალიან ცოტა დრო რჩება MTV VMA-ს დაჯილდოებამდე. როგორც ცნობილია, VMA-ს გახსნის პატივი ლედი გაგას ხვდა წილად. დიახ, სწორედ მისი პერფომანსი გახსნის 2011 წლის მუსიკალური ვიდეოს დაჯილდოების ცერემონიალს.
„დედა მონსტრი" ფანებს ჰპირდება, რომ MTV Video Music Awards-ზე იმედებს არ გაუცრუებს და გასაოცარ სანახაობას შესთავაზებს მათ. პოპ სენსაცია პირველად VMA-ზე 2009 წელს წარდგა პუბლიკის წინაშე სიმღერით "Paparazzi".
ვნახოთ, ამჯერად რით შეეცდება ჩვენს გაკვირვებას ექსცენტრიული ვარსკვლავი. შეგახსენებთ, რომ MTV Video Music Awards 28 აგვისტოს გაიმართება.
|