MTV-ის ვიდეო დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს ლედი გაგა გახსნის. ამის შესახებ განცხადება მუსიკალური არხის ეთერით გაკეთდა. ლედი გაგას მონაწილეობით ვიდეოკლიპები მუსიკალურმა არხმა 4 ნომინაციაზე წარადგინა - "საუკეთესო ვიდეო", "საუკეთესო რეჟისურა", "საუკეთესო ქორეოგრაფია" და "საუკეთესო ვიდეო ორიგინალური იდეით".
ნომინაციების სიმრავლით მომღერალი მისმა კოლეგამ, პოპ-შემსრულებელმა კეთი პერიმ დაჩრდილა. იგი 10 ნომინაციისთვის იბრძოლებს.
ვიდეოდაჯილდოების ცერემონია 28 აგვისტოს ლოს-ანჟელესში გაიმართება. ღონისძიებაზე ადელი, ბრუნო მარსი, ლილ უეინი და კრის ბრაუნი იმღერებენ.
MTV-ის ვიდეოდაჯილდოების ცერემონია 1984 წლიდან ტარდება და მასზე მუსიკალური კლიპებია წარდგენილი. შეასწორა : Miss_Cyrus
|