5 წლის ლეკვის, მეტსახელად „ბუს" ფან-გვერდს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" უკვე თითქმის 2 მილიონი ფანი ჰყავს და მათი რიცხვი ყოველდღე მატულობს.
ლეკვის ფან-გვერდი ფბ-ზე 2009 წელს შეიქმნა, როცა „ბუ" სამი წლის იყო. ეს პატარა არსება სულ მალე მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ძაღლად იქცა და სახელიც გაითქვა. ლეკვი ყველა მნახველს იმდენად მოსწონს, რომ კაპრიზულებსაც კი არ გაუპროტესტებიათ მისთვის „ყველაზე საყვარელის" ტიტულის მინიჭება.
ლეკვი იმდენად პოპულარულია, რომ ხლოე კარდაშიანმა მისი ფოტოები საკუთარ ბლოგზე გამოჰფინა, ხოლო მომღერალმა Ke$ha-მ „ტვიტერზე" დაწერა, რომ ლეკვი მისი „ბოიფრენდია".
ლეკვის პატრონი საიდუმლოდ ინახავს თავის ვინაობას და მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ლეკვთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.