4 ვატიანი ნათურა, რომელიც ქალაქის სახანძრო სადგურში ანთია, გამოცხადდა მსოფლიოს უძველეს მომუშავე ნათურად და გინესის წიგნშიც შევა.
ეს ნათურა საჩუქარი იყო და ის 1901 წელს ბიზნესმენმა აჩუქა სადგურს. 1901 წლიდან, ის რამოდენიმეჯერ საერთო დენის გამოთიშვისას ჩაქრა, მაგრამ მაინც მუშაობს 110 წელია. საერთოდ ნათურა 60 ვატიანია, მაგრამ 4 ვატით მუშაობს და არავინ იცის როგორ მოხდა რომ აქამდე არ გადაიწვა. ამის გარკვევა ძნელია, რადგან ნათურას არავის აკარებენ, ის დიდი ხანია ტურისტების მიზიდვის ობიექტად იქცა.