მოჩვენებებთან და სულებთან კონტაქტის ძველი ტრადიციული მეთოდები - 4 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 4 » მოჩვენებებთან და სულებთან კონტაქტის ძველი ტრადიციული მეთოდები
7:49 PM
მოჩვენებებთან და სულებთან კონტაქტის ძველი ტრადიციული მეთოდები
სარკის დახმარებით

შესაძლებელია თუ არა სარკიდან მოჩვენება ან სული გამოიხმო? ამასთან დაკავშირებით ჩვენს რეალობაში ცხრურწმენებიც არსებობს, მაგალითად დაფიქრებულხართ თუ არა რატომ აფარებენ ნაჭერს სარკეებს,როდესაც სახლში მიცვალებულია? ამ ტრადიციის თანახმად,თურმე სანამ მიცვალებულის სული სახლში დადის ის შესაძლოა სარკეში შევიდეს და იქ სამუდამოდ ჩასახლდეს. სისხლიანი მერის სარკით გამოცხადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რიტუალი იყო. მასზე ბევრი ლეგენდა არსებობს,ერთ–ერთი კი ასე ჟღერს, როგორც ვიცით ის ძალიან ლამაზი გოგონა გახლდათ, ყველაზე მეტად კი გრძელი თმა ამშვენებდა,რომელსაც განსაკუთრებით უვლიდა, ყოველ ღამე დაწოლის წინ, ის სარკესთან იჯდა და ოქროსფერ თმას ივარცხნიდა, სავარცხელს ზუსტად 100-ჯერ ჩამოუსვამდა ხოლმე. ერთხელაც ამ საქმიანობით ისე იყო გართული,რომ ვერ შენიშნა კაცი,რომელიც მის კარადაში იმალებოდა და ჩუმად უთვალთვალებდა. ამ კაცმა ის სასტიკად სცემა და თმა მოაჭრა, მერიმ ეს ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა.

ხალხი ამბობს,რომ თუ სიბნელეში სარკის წინ დადგები, აანთებ სანთლებს და სამჯერ გაიმეორებ : ,,სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი.. შენ მართლა იხილავ მერის. ზოგი ამბობს,რომ მხოლოდ სამჯერ გამეორება არ ჰყოფნის და რაღაც საგალობლებიც უნდა წაიკითხო. მაგრამ შესაძლოა ეს გამოძახება არც ისე კარგად დასრულდეს.

მეცნიერები სარკესთან დაკავშირებით იმას გვეუბნებიან,რომ შესაძლოა პარალელური სამყარო ჩვენს ახლოსაა, ჩვენს ირგვლივაა, ეს შესაძლოა იყოს თუნდაც სარკეში (არა ფიზიკური,მაგრამ ენერგიის ბარიერი), გამყოფი ჩვენი სამყაროსა და სხვა სამყაროსი.

[video]http://www.youtube.com/watch?v=KMy0Tu1g7Rs[/video]


ჩანაწერების საშუალებით

არდაცვლილებთან კონტაქტის იდეა პირველად თომას ედისონმა წამოაყენა, მან განაცხადა რომ მოჩვენებებთან კონტაქტის,მათი საუბრის ჩაწერა ფონოგრაფიული ტექნიკის საშუალებით შესაძლებელი იყო.
ელექტრონულმა ხმოვანმა ფენომენმა,იგივე EVP-მ ხალხის ფანტაზია გააძლიერა და ამ თემამ კიდევ უფრო მეტი მიიზიდა.
1840-1920 წლებში სპირიტუალური რელიგიური მოძრაობა ცნობილი გახდა თავისი იდეების წყალობით, ისინი აცხადებდნენ რომ გარდაცვლილებთან კონტაქტის დამყარება შეიძლებოდა მედიუმის საშუალებით, ასევე აქტიურად იყენებდნენ ახალ ტექნოლოგიებს, მგალითად ფოტოგრაფიას, რათა სულებთან კონტაქტის დემონსტრირება მოეხდინათ. ეს იდეები იმდენად პოპულარული გახდა,რომ თომას ედისონს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. მან თქვა,რომ თუ სულს შეეძლო ოდნავი,შეუმჩნეველი რამაც კი, მგრძნობიარე ჩამწერ ხელსაწყოს შეეძლო უკეთ დაეფიქსირებინა ეს კომუნიკაციური მასალა. როდესაც ხმის ჩამწერი მოწყობილობები გავრცელდა, მედიუმებიც იყენებდნენ მას, რათა დემონსტრაცია მოეხდინათ,თუ როგორ ურთიერთობდნენ მკვდრებთან.

დღესდღეობით ათასობით ადამიანი ხარჯავს დროს მოგზაურობაზე საშიშ ადგილებში, სადაც აყენებენ ხმის ჩამწერებს, ვიდეო კამერებს, ფოტოაპარატებს, იქნებ გაუმართლოთ და რაიმე საინტერესოს წააწყდნენ.

ელექტრონული ხმოვანი ფენომენი ან უბრალოდ გარდაცვლილთა ხმები არის ელექტრონულად გენერირებული ხმები,რომელიც ზოგჯერ სიტყვებს ჰგავს, ზოგიერთი ამბობს,რომ ასეთ ჩანაწერებს პარანორმალური საწყისები აქვს, ზოგი კი ამას უბრალოდ apophenia-ს უწოდებს, ანუ მნიშვნელოვანი ამბის ამოჩხრეკა სინამდვილეში უმნიშვნელო მოვლენაში.

[video]http://www.youtube.com/watch?v=Mnfc5yjhuQU[/video]


მიმართვის საშუალებით

ადამიანის მიმართვა, მას ჩვეულებრივ მედიუმს უწოდებენ ხოლმე. ამ ადამიანს სწამს სულის არსებობის და იმისაც, რასაც თავად აკეთებს, იგი ცდილობს მიიღოს გარდაცვლილისგან შეტყობინებები. ხალხი მედიუმებით უმეტესად მაშინ დაინტერესდა,როდესაც მათ დღის სინათლეზე ფოტოები გამოიტანეს, სადაც გარდაცვლილთა სახეები თუ სხეულები იყო დაფიქსირებული.
მედიუმები კონტაქტის დასამყარებლად სხვადასხვა გზები აქვთ შემუშავებული, მაგალითად არსებობს ხალხი,ვინც ნაწილობრივ ან სრულ ტრანსში ვარდება, ასეთებს ტრანს-მედიუმებს უწოდებენ. ისინი ამბობენ,რომ როდესაც ტრანსიდან გამოდიან,საერთოდ აღარ ახსოვთ თუ რა გადმოსცეს ტრანსის დროს, ამიტომაც ასისტენტებთან ერთად მუშაობენ,რომელიც იწერს მის სიტყვებს ტრანსის დროს.

[video]http://www.youtube.com/watch?v=ggsQECw6TJs[/video]


იუიჯას გამოყენებით

ოუიჯას ფიცარზე გამოსახულია ასოები, ციფრები და კიდევ სხვა სიმბოლოები,რომელიც საჭიროა სულთან კონტაქტისას, პირველად ოუიჯას ფიცარი ჩინეთში აღმოაჩინეს, იგი 1100 წლით თარიღდება. ეს საშუალება ძალიან ჰგავს სულის გამოძახებას თეფშის საშუალებით. ამ შემთხვევაში თეფშის როლს ასრულებს ხის გულის ფორმის ნაჭერი. ვინც რიტუალს ასრულებს, (ერთ ადამიანში არ გამოდის) ხელები ამ ნაჭერზე უნდა ჰქონდეს დალაგებული. შემდეგ ეს ისარი მოძრაობას დაიწყებს და ხეზე დაწერილი ასოების საშუალებით სული დაგელაპარაკებათ. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვის იოუჯას დაფა დემონურ რიტუალად გამოაცხადეს და ქრისტიანებს მისი გამოყენება ეკრძალებოდათ. სხვა აზრისანი გახლდნენ ამაზე ოკულტიზმის მიმდევრები.


ამრეკლავი, გაშუქებადი, შუქმფენი კრისტალების გამოყენებით

ამ მეთოდს ძირითადად მედიუმები იყენებენ, ისინი ისეთ საგნებზე მიშტერებით, როგორიცაა მაგალითად სარკე, კრისტალები, ქვები, მინა, წყალი, ცეცხლი, კვამლი… იღებენ გარკვეულ ინფორმაციას. მეთოდი ბევრ კულტურაში გამოიყენება წარსულის, აწმყოსა და მომავლის დასანახად. კულტურისა და პრაქტიკის გადმოცემით, ის ხედვები,რომელიც მედიუმთან მოდის რიტუალის დროს წარმოიშვება მოჩვენებების, სულების, ფსიქიკური გონების, ეშმაკის ან ქვეცნობიერისგან.
ეს მეთოდი როგორც უკვე ავღნიშნეთ ბევრ კულტურაში გვხვდება და იგი ერთ რომელიმე რელიგიას ან რწმენას არ მიეკუთვნება, არც ტრადიციითა და იდეოლოგიით შემოიფარგლება.
ეს რიტუალი განსხვავდება სხვა ,,მედიუმური კონტაქტის” საშუალებებისგან,რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი მთელ ინფორმაციას მხოლოდ ერთ სხეულზე (სარკე, კრისტალები, ქვები, მინა, წყალი, ცეცხლი, კვამლი) კონცენტრირებით იღებს, ხოლო სხვა შემთხვევებში კი სული აკონტროლებს მედიუმს,ცხოველს ან სხვა ნებისმიერ ობიექტს და იმ ობიექტის საშუალებით აღწევს ინფორმაცია მედიუმამდე.


მაგიდის საშუალებით

მ რიტუალს ადრეც იყენებდნენ და ახლაც, ეს ფაქტიურად ნიშნავდა ყოველგვარი ზებუნებრივი ნიჭის გარეშე აუხსნელ მოვლენასთან პირისპირ შეხვედრას. მთავარი აზრი კი ისაა,რომ ადამიანები უნდ დაჯდნენ მაგიდის გარშემო, სიბნელეში ან სუსტად განათებულ ატმოსფეროში, მათი ხელები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს, მაგიდა საკმარისი ზომის უნდა იყოს, ისე რომ თითოეული კომფორტულად მოთავსდეს,მაგრამ დასასვენებლადაც არ უნდა წამოითხლაშოს. ამ დროს არაა საჭირო შემსრულებლებმა მედიტაცია ან რაიმე მაგიური შელოცვების კითხვა დაიწყონ, პირიქით ამან შესაძლოა რიტუალს ხელი შეუშალოს კიდეც. მთავარია ადამიანი იჯდეს მშვიდად და რა უცნაურობაც არ უნდა დაინახოს ან იგრძნოს, ის ისე მიიღოს როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. ეს შეკრებები მხოლოდ ერთი დაჯდომით არ შემოიფარგლება ხოლმე, ჩვეულებრივ გუნდი კვირაში ერთხელ მაინც აწყობს შეხვედრას, ხშირად ეს სახლში ხორციელდება,სადაც სიმყუდროვეა. ასევე უნდა იყოს ერთი და იგივე მაგიდა და ერთი და იგივე ხალხი. რაც უფრო დიდხანს გრძელდება შეხვედრები, ანუ ერთხელ შეხვედრა,მეორეჯერ, მესამეჯერ, უფრო და უფრო იზრდება მისი მნიშვნელობაც. გასაკვირი არაა ამ რიტუალის დროს მაგიდის უცნაური მოძრაობა, ან ჭრიალი მაგიდის ჰაერში აწევა.. სწორედ ამას ელიან ადამიანებიც..

კატეგორია: სხვა | ნანახია: 757 | დაამატა: demisumagresifani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: nini21
(მასალა) თარიღი: (2011-12-04 8:19 PM)




0



პასუხი
au videoebi :(( araa