მსახიობმა მეგან ფოქსმა რამოდენიმე ხნის წინ გაიკეთა მერლინ მონროს სვირინგი მარჯვენა ხელზე: „მე აღფრთოვანებული ვარ მერლინ მონროთი, მაგრამ მე არასდროს მივბაძავ მას. მე გავიკეთე სვირინგი იმისთვის, რომ სულ მახსოვდეს - არასდროს არ გააბედინო კინოსტუდიებს მოგექცენ ისე ცუდად, რომ სულიერად გაგტეხონ",- აცხადებს 24 წლის მსახიობი. მაგრამ ახლა მეგანმა გადაწყვიტა მოიშოროს ნახატი. მეგანს სულ 8 სვირინგი აქვს სხეულზე.
|