marvel - 11 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » marvel
10:53 PM
marvel
‘მარველი’ ამერიკული გამომცემლობაა, რომელიც 50-იანი წლებიდან მოყოლებული უშვებს კომიქსის სერიებს. მას უამრავი, ცნობილი კომიქსი ეკუთვნის, რომლის მიხედვით შემდეგ შეიქმნა ფილმები, ანიმაციური ფილმები და ა.შ. 




‘მარველის’ კომიქსებია ‘სპაიდერ-მენი’, ‘აირონ-მენი’, ჰალკი’, ‘თორი’, ‘კაპიტან ამერიკა’ და რათქმაუნდა ‘იქს-მენი’, რომელს ბოლო სერია 23 ივნისს გამოდის კინოთეატრებში. ‘მარველის’ კომიქსებში მოქმედება ხდება მხოლოდ ერთ რეალობაში, რომელსაც ქვია ‘მარველის სამყარო’ სადაც რეალური ქალაქებიც ფიგურირებს, მაგალიითად ნიუ-იორკი, ლოს-ანგელესი და ჩიკაგო.

2009 წელს დისნეის კომპანია გახდა მარველის მფლობელი 4.24 ბილიონ დოლარად.

ომის შემდგომ ამერიკაში სუპერგმირები თითქოს აღარ იყო მოდური და შესაბამისად კომიქსმაც დაკარგა აქტუალურობა. სწორედ ამ დროს კომპანიამ გაზარდა კომიქსის მასშტაბი, ჟანრობრივი თვალსაზრისით… გამოდიოდა ყველა სახის კომიქსი: საშინელებათა, ვესტერნი, კომიკური, სასაცილო ცხოველებზე, სათავგადასავლო, დრამა, კრიმინალური, კომიქსი ომზე, მოგვიანებით კომიქსი ჯუნგლებზე, რომანტიული, შუასაუკუნეების კომიქსი, ბიბლიური ისტორიებიც კი და სპორტი. ამ სტრატეგიამ კომიქსი უზომოდ პოპულარული გახადა და რაც მთავარია ის ყველა ასაკის ადამიანზე გავრცელდა. ცალკე შეიქმნა კომიქსი ქალებისთვის, მაგალითად იუმორისტული კომიქსი მოდელებზე და საქმიან ქალებზე.

‘მარველზე’ მუშაობს როგორც მუდმივი შემადგენლობა, ასევე ‘ფრელანსერები’(მხატვრები, სცენარისტები…), რომელთაც არანაკლები წვლილი მიუძღვით კომიქსის არსებობაში.

კომიქსის მასშტაბურობის გამო ამერიკაში ის პროპაგანდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდა. მაგალითად 1971 წელს ‘მარველს’ ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზა ნარკოტიკის საწინააღმდეგო კომიქსის გამოცემა. მაშინდელმა ‘მარველის’ მთავარმა რედაქტორმა სტენ ლიმ დაწერა ‘სპაიდერ-მენის’ სამ-ნაწილიანი ისტორია იმის შესახებ თუ რამდენად მავნებელი და არაგლამურულია ნარკოტიკის გამოყენება. მაგრამ შემდეგ კომპანიის ე.წ.-მა თვითცენზურამ, სამეთვალყურეო საბჭომ ამ პროექტზე უარი თქვა, რადგან ჩათვალა, რომ ზოგადად ნარკოტიკის ფენომენი შეუფერებელი იყო კომიქსის მთავარი კონცეფციისთვის. მიუხედავად გადაწყვეტილებისა რედაქტორმა მაინც გამოუშვა ასეთი ერთი სერია ‘საოცარი სპაიდერ-მენი’ (#96-98 ივნისი 1971). მკითხველმა კარგად მიიღო ეს ისტორია, ამიტომ მმართველობამ შეცვალა გადაწყვეტილება.




ამ ინციდენტით გასაგები ხდება, რომ უკვე 70-იანი წლების დასაწყისში კომიქსი არა არის მხოლოდ გართობის საშუალება, ის იმდენად სერიოზული კომპაია გახდა, რომ ამერიკის სახელმწიფოსაც კი მოუნდა მასთან თანამშრომლობა; მან საზოგადოებრივი როლი იკისრა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაშიც დიდი როლი შეასრულა.

კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 618 | დაამატა: xattia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz