ელიზაბეტ ტეილორის და რიჩარდ ბარტონის რომანს, რომელსაც თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა, ჰოლივუდის უდიდეს სიყვარულს უწოდებენ. ახლა კი, ელიზაბეტ ტეილორის გარდაცვალების შემდეგ, ორი მსახიობის სიყვარულის ისტორიის ეკრანიზირება მოხდება. ამ დიდი პროექტის რეჟისორი იქნება, უდიდესი რეჟისორი, ოსკარის მფლობელი მარტინ სკორსეზე. ფილმში მოთხრობილი იქნება მსახიობების ურთიერთობა მათი შეხვედრის შემდეგ, რომელიც „კლეოპატრას" გადასაღებ მოედანზე იყო 1963 წელს. ბიოგრაფიული სურათის ფუძეს წარმოადგენს სემ კეშნერის და ნენსი შენბერგერის ბესთსელერი „მძვინვარე სიყვარული", სადაც პირველად იქნა გამოყენებული ბარტონის წერილები, რომელსაც ტეილორს წერდა. ტეილორი და ბარტონი ორჯერ იყვნენ დაქორწინებული. მათი ურთიერთობა სავსე იყო ჩხუბით და ლამაზი შერიგებით. პირველი ქორწინება 10 წელი გაგრძელდა, ხოლო მეორე მხოლოდ 9 თვე. ტეოლორმა განაცხადა: „ შეიძლება ერთმანეთი ზედმეტად გვიყვარდა... არასოდეს მეგონა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია". ბარტონის გარდაცვალება ელიზაბეტისთვის საშინელი ტრაგედია იყო, იმისდამიუხედავად რომ ის უკვე სხვასთან ერთად იყო.
|