მსახიობმა მარკ უოლბერგმა განაცხადა, რომ იგი კანადელ მომღერალ ჯასთინ ბიბერთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ერთ-ერთ პროექტში. მარკმა აღნიშნა, რომ ჯასთინი ძალიან ნიჭიერი მომღერალია. ფილმს Paramount-ი გადაიღებს. მარკმა არაფერი თქვა ფილმის დეტალების შესახებ. მსახიობმა მხოლოდ განაცხადა, რომ ეს დრამა იქნება, სადაც ჯასთინი არ იმღერებს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კინოთეატრებში ჯასთინ ბიბერის ბიოგრაფიული ფილმი „არასოდროს თქვა არასოდროს" გამოვიდა. ფილმმა მაყურებლის საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო.
|