მადონას ახალი ფილმის „W.E." მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. სურათი მადონას მეორე რეჟისორული ნამუშევარია. მასში მთავარ როლებს ასრულებენ ჯეიმს დარსი და ანდრეა რაიზბორო. ფილმში მოთხრობილია ბრიტანელი მონარქის, ედუარდ VIII და ამერიკელი უოლეს სიმპსონის სიყვარულის ისტორია. ვენეციის კინოფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება.
|