გამოკითხვა 1 |
რამდენი წლის ხართ?
სულ ხმები : 369
|
გამოკითხვა 2 |
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
სულ ხმები : 304
|
გამოკითხვა 3 |
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11.
სულ ხმები : 378
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » LINKIN PARK
|
[img]http://t0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcT-bbpPkr9FuD1kmxEwRtvJUHkGE2dw1hNV1V2lVFS4N2Qyql5R[/img]ლინკინ პარკი (Linkin Park) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელთა მუსიკა მიეკუთვნება ნიუ მეტალსა და ალტერნატიულ როკს. ის დაარსდა 1996 წელს ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ). 1994 წელს, შტატ არიზონას ქალაქ ფინიქსში სწავლის დასრულებისთანავე ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი შეუერთდა ჯგუფს, რომლის სახელი იყო გრეი დეიზი (Grey Daze). ჯგუფმა ორი ალბომი გამოუშვა: No Sun Today და Wake Me. ჯგუფის შიგნით პირადი კონფლიქტების გამო ბენინგტონმა მისი დატოვება გადაწყვიტა. ამასობაში, 1996 წელს, გიტარისტმა ბრედ დელსონმა და რეპერმა მაიკ შინოდამ მეგობარ დრამერთან, რობ ბოურდონთან ერთად ჩამოაყალიბეს თავიანთი ჯგუფი სახელად სუპერქსერო. ჰანი და ფარელი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდნენ, შეიცვალა ბენდის სახელი და მას უწოდეს ქსერო. შემდეგ დაემატათ ვოკალისტიც - მარკ ვეიკფილდი და ჯგუფმა ჩაწერა პირველი დემო. ჩანაწერი გაუგზავნეს რამდენიმე ხმის ჩამწერ კომპანიას, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. მალე ვეიკფილდმა ჯგუფი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ შინოდამ ახალი ვოკალისტის ძებნა დაიწყო, ხოლო დელსონმა უორნერ ბრაზერსის ხმის ჩამწერ კომპანიის წარმომადგენელთან დაიწყო მოლაპარაკებები. სულ მალე ჯგუფს ახალგაზრდა ვოკალისტი, წარმოშობით ფენიქსელი ბენინგტონი შეუერთდა. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფმა სახელი კიდევ შეიცვალა და გახდა Hybrid Theory. უორნერ ბრაზერსმა ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება 1999 წელს გადაწყვიტა, მაგრამ მათ სახელის შეცვლა მოსთხოვეს, რადგან Hybrid-ზე საავტორო უფლება ინგლისურ ელექტრონულ ბენდს ეკუთვნოდა. განიხილებოდა სახელწოდების მრავალი ვარიანტი. ბოლოს ბენინგტონმა წამოაყენა წინადადება, ჯგუფის სახელწოდებად აერჩიათ ლინკოლნ პარკი (Lincoln Park), რადგან ჯგუფს ყოველ დღე უხდებოდა ლინკოლნ პარკის წინ გავლა, როდესაც თავიანთი სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ, მაგრამ რადგან დომენი lincolnpark.com უკვე არსებობდა და ჯგუფი მის ყიდვას ვერ შეძლებდა, ლინკოლნი შეცვალეს ლინკინით. ასე გაჩნდა სახელწოდება ლინკინ პარკი (Linkin Park). ლინკინ პარკის სადებიუტო ალბომი Hybrid Theory 2000 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა. დეკემბერში ჯგუფმა პირველი, ქვეყნის მასშტაბით გახმაურებული კონცერტი გამართა. შინოდამ სპეციალურად ამ კონცერტისთვის დაწერა სიმღერა My December. 2001 წლის დასაწყისში ბენდში დაბრუნდა ფარელი და გამოვიდა მეორე სინგლი: Crawling, რომელმაც 2002 წელს გრემი დაიმსახურა ნომინაციაში საუკეთესო კომპოზიცია ჰარდ-როკის ჟანრში. 2001 წელსვე გამოვიდა მესამე სინგლი In the End. ეს გახდა იმ დროისათვის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი. ამავე წლის სექტემბერში გამოვიდა მათი პირველი DVD (Frat Party At The Pancake Festival). ნოემბერში ჯგუფის მეგობრის, ჯესიკა ბარდასის, წინადადებით ჩამოყალიბდა ლინკინ პარკის ფანკლუბი და შეიქმნა Linkin Park Underground (LPU). ფანკლუბის წევრები ყოველწლიურად იღებენ საჩუქრების კრებულს: მაისურებს, CD-ს და სხვადასხვა ნივთებს. 2002 წლის დასაწყისში მოეწყო მათი პირველი ტურნე სახელწოდებით Projekt Revolution. ამავე წელს გამოვიდა ჯგუფის კიდევ ერთი ალბომი Reanimation, რომელშიც ძველი სიმღერების რემიქსები შევიდა.
2002 წელს დაიწყეს მუშაობა ალბომზე Meteora. ამ ალბომის პირველი სინგლი Somewhere I Belong 2003 წლის თებერვალში გამოვიდა. ხოლო ალბომი - მარტის ბოლოს. გამოშვებიდან პირველივე კვირას მისი 810 000 ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი. ალბომის გამოშვების შემდეგ მოაწყეს მეორე ტურნე, რომელსაც მოჰყვა სინგლის Faint გამოშვება. 2003 წელს მეტალიკას საზაფხულო ტურნეს შეუერთდნენ, ხოლო ტურნეს დასრულების შემდეგ გამოუშვეს სინგლი Numb და მასზე კლიპი პრაღაში გადაიღეს. 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა DVD Live in Texas. 2004 წლის დასაწყისში ბენდმა Meteora-ს მსოფლიო ტურნე დაიწყო. ტურნეს შემდეგ გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამბიციური კლიპი სიმღერაზე Breaking the Habit. 2004 წელს MTV-ს მოთხოვნით მათ დაიწყეს თანამშრომლობა ჯეი-ზისთან (Jay-Z) და შედეგად გამოვიდა ალბომი Collision Course. [img]http://t2.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcSA6N7UIYqhVOui5v5VuhmdD-tzsAo1DUYCq-KrYFOdVS78jU4DPg[/img] 2005 წელი შემოქმედებითად საკმაოდ მშვიდი აღმონდა ლინკინ პარკისთვის. მათი საქმიანობა ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობით შემოიფარგლებოდა. 2005 წლის ივლისში შინოდამ გამოაცხადა ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებული პროექტის - Fort Minor და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი მცდელობა, დაბრუნებოდა ფესვებს. სოლო ალბომზე The Morning After მოშაობა დაიწყო ბენინგტონმაც. რის შემდეგაც გავრცელდა ხმები ჯგუფის დაშლის შესახებ. თუმცა შინოდამ და ბენინგტონმა ეს ჭორი უარყვეს. 2006 წელს ლინკინ პარკი დაუბრუნდა სტუდიას რათა ჩაეწერა ახალი ალბომი. ალბომს პროდიუსერობას რიკ რუბინი უწევდა. ზაფხულში მაიკის გარეშე 30 ამდე სიმღერა ჩაიწერა და როცა შინოდამ დაიწყო ჩაწერა ნახევარი ალბომი უკვე ჩაწერილი იყო. 2007 წლამდე დასრულდა ჩაწერა და ჩასწორება და 2007 წელს გამოვიდა ლინკინ პარკის ახალი ალბომი სახელად Minutes to Midnight. გამოსვლის პირველ კვირას ალბომის ექვსასი ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ლინკინ პარკის შემოქმედებამ პირველი ადგილი დაიკავა ბილბოარდ ორასშიც ( Billboard 200 ). ამ ყველაფერმა Minutes to Midnight ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომად აქცია. [img]http://t2.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcRbI_DPmcmatKo-8bawJ8FWCPAeJGWDZRSThTrMbcKt98LT2xNrbw[/img] ლინკინ პარკის ფანები ამ ალბომის გამოშვების შედეგად ორ ნაწილად გაიყვნენ. ნაწილს მოსწონდა სტილში ცვლილება, ნიუ მეტალიდან ალტერნატიულ როკში გადახრა. ნაწილს კი არა. ზოგი ამბობდა რომ ეს ალბომი იყო მაიკ შინოდასა და ჩესტერ ბენინგტონის სოლო ალბომების შერწყმა, მაგრამ ამ ყველაფერმა ჯგუფს ხელი არ შეუშალა.
მათი კლიპები
|
კატეგორია: ბიოგრაფიები |
ნანახია: 734 |
დაამატა: FanTwilight
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
|