ბარ რაფაელთან დაშორების შემდეგ, ლეონარდო ცდილობს ხმაურიანი წვეულებებით ებრძოლოს დეპრესიას. იგი სულ გოგონების და მეგობრების გარემოცვაშია. მსახიობი მოდელთან დაშორების შემდეგ, მაშინვე გადაფრინდა საფრანგეთში მეგობრებთან ერთად. „ლეო დაშორების შემდეგ გატეხილია. ამჯერად ისინი საბოლოოდ დაშორდნენ და აღარასდროს იქნებიან ერთად. მას სურდა კანში გამგზავრება ამ ყველაფრის დასავიწყებლად. მსახიობის მეგობარმა დაიქირავა იახტა, სადაც ის და ლეო დილამდე წვეულებებს მართავენ გოგონებთან ერთად", - განაცხადა ლეონარდოს ერთ-ერთმა მეგობარმა.
|