ლედის ახალი ფირფიტა „Born This Way" 20 ქვეყნის ჩარტებში ლიდერობს, თუმცა შემსრულებელი ლიბანელების გულს ვერაფრით იპყრობს.
ალბომი უახლოეს აღმოსავლეთში „ქრისტიანობის შეურაცხყოფისთვის" აიკრძალა. ახალი ფირფიტის პარტია ლიბნაში გასულ კვირას შეიტანეს, თუმცა ხელისუფლებამ ალბომის გაყიდვა მაშინვე აღკვეთა. ლიბანში უკვე იყო ამის წინაპირობა - აპრილში რელიგიური თემის გამო სინგლის „Judas" ეთერში გაშვება აიკრძალა.
|