მომღერალი ლედი გაგა, რომელიც ტოკიოში საქველმოქმედო ღონისძიებაში „Video Music Aid Japan" მისაღებად ჩავიდა აცხადებს, რომ „იაპონიის უდიდესი ნაწილი ამჟამად სრულიად უსაფრთხოა!" და ტურისტებს ქვეყნის მოსანახულებლად ეპატიჟება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. ლედის მიაჩნია, რომ ერთადერთი დახმარება რაც ტურისტებს იაპონიის ასაღორძინებლად შეუძლიათ, ეს ქვეყანაში სტუმრობაა, რაც ტურმიზმის განვითარებას თავისთავად გულისხმობს.
ღონისძიებას „Video Music Aid Japan" , რომელიც ტოკიოში 25 ივნისს გაიმართება ორგანიზებას არხი MTV უკეთებს. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა იაპონურ „წითელ ჯვარს".
|