ლედი გაგამ განაცხადა, რომ სიმღერის ან ცეკვის შემოთავაზების შემთხვევაში სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ინდურ, ბოლივუდურ ფილმში.
„ვნახე რამდენიმე ინდური ფილმი და მომეწონა... ისინი ძალიან თეატრალიზირებულია. მათში ყველაზე მთავარია, რომ სურათი სავსეა სიურეალიზმით და ფანტაზიით" - აცხადებს გაგა. კითხვაზე, თუ რომელი ფილმი უყვარდა მომღერალს ყველაზე მეტად, გაგამ უპასუხა: „არაფერი კონკრეტულის დასახელება არ შემიძლია..." მომღერალმა ვერც საყვარელი ვარსკვლავების დასახელება შეძლო ინდური ფილმებიდან: „მიყვარს ბევრი ინდოელი არტისტი, ამიტომაც არ შემიძლია ვინმე გამოვყო. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც შვძლებ უკეთესად გავიცნო ისინი".
|