”მე პირველი პოპვარსკვლავი ვიქნები, რომელიც იმავე გარემოში იცხოვრებს, რომელშიც დაიბადა” - განაცხადა ლედი გაგამ. ექსცენტრიკულმა მომღერალმა აღიარა, რომ საერთოდ არ მოსწონს ჰოლივუდი და ნიუ-იორკული ცხოვრების წესი ურჩევნია. ”მე საერთოდ არ შევცვლივარ, ისევ იმავე ბარებში დავდივარ და ვისკის ვსვამ, იმავე მაღაზიებს ვსტუმრობ, რასაც ადრე” - ამბობს სტეფანი ჯერმანოტა და ამტკიცებს, რომ ლედი გაგა უბრალოდ მისი ფსევდონიმია, რეალურად, ის ისევ ჩვეულებრივ გოგოდ დარჩა. ეს განცხადებები შეიძლება სტეფანის კიდევ ერთ გამოხტომად მივიღოთ ხალხის ყურადღების მისაქცევად. თუმცა, იქნებ და, მართლა არ მოსწონს ეს ჰოლივუდი?
|