წელს, ჟურნალ Forbes-მა ლედი გაგა ყველაზე შემოსავლიან ქალ პოპ-მომღერლად
დაასახელა. 2010-2011 წლებში, გამომცემლობის მონაცემებით, მან 90 მლნ
დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში გასტროლებიდან, ალბომების გაყიდვიდან და
სარეკლამო აქციებიდან მიღებული შემოსავალი შედის.
ამერიკელმა
მომღერალმა შემოსავლებით სხვა პოპ-ვარსკვლავების შედეგებს მნიშვნელოვნად
გაუსწრო. ლედი გაგას რეიტინგში ტეილორ სვიფტი და კეტი პერი მოსდევს,
რომლებმაც 2011 წელს 45 და 44 მლნ გამოიმუშავეს.
პოპ მუსიკის
ყველაზე შემოსავლიან ქალ შემსრულებელთა სიის სათავეში ადელი ვერ მოხვდა,
მან მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა. რეიტინგი მაისის თვის მონაცემებით
სრულდება, ხოლო ადელმა წარმატებას მაისის ბოლოს მიაღწია. მან ნოემბერში
თავისი ალბომი 13 მლნ-იანი ტირაჟით გაყიდა და ჟურნალ Billboard და Rolling
Stone-ის ”საუკეთესო ალბომის” ტიტულიც დაიმსახურა. როგორც ჩანს, მომავალ
წელს, ლედი გაგას სწორედ ის გაუწევს კონკურენციას.
წარმოგიდგენთ ყველაზე შემოსავლიანი პოპ მომღერლების ტოპ-ათეულს: