დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამის მეუღლემ, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინ მიდლტონმა, ამერიკულ "ვოგს" ფოტოსესიაზე უარი უთხრა.
”ვოგის”
რედაქტორმა ანა ვინტურმა მოლაპარაკებებში ცნობილი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო
ჩართო, მაგრამ ვერაფერს გახდა. მარიო ტესტინოსთან ქეთრინს ადრეც
უთანამშრომლია. სწორედ ტესტინოს ეკუთვნის პრინც უილიამისა და ქეთრინ
მიდლტონის ნიშნობაზე გადაღებული საუკეთესო ფოტოსურათები.
ვარაუდობენ, რომ ქეთრინმა "ვოგს" უარი სამეფო ოჯახის წინააღმდეგობის გამო უთხრა.
"ჰერცოგინია არ აპირებს ამერიკული "ვოგისთვის" პოზირებას", - განაცხადა სამეფო კარის პრესმდივანმა, რითაც ამ თემას წერტილი დაუსვა.
შეგახსენებთ, მანამდე ქეთრინ მიდლტონმა უარი ბრიტანულ "ვოგსაც" უთხრა.