ამერიკაში ახალი თოჯინა შეიქმნა. ეს ცნობილი ჰოლივუდელი მომღერლის ქეითი ფერის მოდელია. ნიკი მინაჟის მსგავსად ახლა უკვე ქეითიც პლასტმასის არსებად იქცა.
ტკბილეულით გარშემორტყმული თოჯინა მართლაც ძალიან ჰგავს ლურჯთმიან მომღერალს, რომელიც სვაროვსკის ქვებითაა შემკული.
სათამაშო, რომელიც 15 000 დოლარადაა შეფასებული უახლოეს მომავალში აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხა კი კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებს გადაერიცხებათ.