ფირფიტა „Teenage Dream" 2010 წელს გამოვიდა და მასში შესული სიმღერები დღესაც წარმატებით იპყრობს ჩარტებს.
ქეით პერი მთელი წლის განმავლობაში არ ჩამოსულა Billboard-ის ჩარტების ათეულიდან. როგორც ჩანს მომღერალი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს: გამოდის ვარსკვლავის მინი-ალბომი „California Dreams"
„მინი-ალბომიდან პირველი ჩანაწერი ჯერ კიდევ თებერვალში გავაკეთეთ. თქვენ გელოდებათ სუპერ დუეტი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. დაელოდეთ აგვისტოს ბოლოს" - აცხადებს მისი რამდენიმე კომპოზიციის პროდიუსერი, დოქტორ ლუკი.
ალბომის „California Dreams" რელიზი 2011 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ჯერ-ჯერობით უცნობია ჩანაწერი სრულფასოვანი რელიზის სახით გამოვა, თუ როგორც უკანასკენლი ალბომის ხელმეორე გამოცემა.
|