ორსულმა ქეით ჰადსონმა და მეტ ბელამიმ ნიშნობის შესახებ გააკეთეს განცხადება. ისინი თავიანთ პირველ შვილს ელიან. ცოტა ხნის წინ 32 წლის მსახიობმა, რომელსაც უკვე ჰყავს 7 წლის ვაჟი ყოფილი ქმრისგან - კრის რობინსონისგან, განაცხადა, რომ ის და მეტი დაქორწინებას აპირებენ. ერთ-ერთ შოუში მან თავისი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც კი აჩვენა მაყურებელს. ქეითი არ საუბრობს დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობილია მარტო ის, რომ მეტმა ერთი კვირის წინ სთხოვა მსახიობს ხელი. ქეითმა აღნიშნა, რომ მან ეს ძალიან რომანტიულად გააკეთა. ქორწილის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.