ქანთრი შემსრულებლის, ერიკ ჩერჩის ალბომი „Chief" Billboard 200-ის ლიდერია. ფირფიტა გაყიდვაში 26 ივლისს გამოვიდა და პირველივე კვირას 145 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ეს ჩერჩის მესამე სტუდიური ნამუშევარია. მიუხედავად ამისა, მომღერლის ვერც ერთმა ალბომმა ვერ შეძლო ჩარტებში სალიდეროი პოზიციის მოპოვება. ბრიტანელი მომღერლის, ადელის ალბომი „21", რომელიც გასულ კვირას ჰიტ-აღლუმს ლიდერობდა, მეორე პოზიციაზე ინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ალბომის 83 000 ასლი გაიყიდა. Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილზეა კელი როულანდის ნამუშევარი „Here I Am". ალბომი გაიყიდა 77 000 ეგზემპლარი.
|