სასმელი «კოკა კოლა» შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (შტატი ჯორჯია, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა «Coca-Cola», რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.
კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო:კოკაინის ფოთლების სამი ნაწილი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.
თავიდან კოკა-კოლას ყოველ დღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 პემბერტონმა ბრენდი გაყიდა და 1892 აცა გიგ ქენდლერმა დააარსა კომპანია «კოკა-კოლა» («The Coca-Cola Company»).