სომხური წარმოშობის ამერიკელ ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს იოგაში შიშველი
ინსტრუქტორი ამზადებს. ამის შესახებ კიმმა საკუთარ რეალითი შოუში
განაცხადა. კიმისა და მისი კალათბურთელი მეუღლის, კრის ჰემფრისის
განქორწინების მიზეზიც სწორედ ეს არის. როდესაც კრისი ვარჯიშიდან
სახლში დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი, ცოლის და - კორტნი და მათი ორი
მეგობარი სახლში შიშველ ინტრუქტორთან ერთად, ბიკინებში გამოწყობილები
იოგაში ვარჯიშობდნენ.
კრისი ამ ფაქტმა აღაშფოთა. "ეს გულისამრევია! ეს ჩემი სახლია!" - ყვიროდა კალათბურთელი. პასუხად ტელევარსკვლავმა განაცხადა, რომ ის "მასწავლებლის" წინაშე არცხვენს. სწორედ აქედან დაიწყო კიმსა და კრისს შორის უთანხმოება, რაც განქორწინებით დაგვირგვინდა.