სომხური წარმოშობის ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა მთელი ოჯახი შოკში ჩააგდო, იგი გვარის შეცვლას აპირებს. კარდაშიანს მომავალი ქმრის გვარზე გადასვლა სურს.
კარდაშიანი და კრის ჰამფრისი ერთმანეთს 6 თვეა ხვდებიან. კრისმა კიმს ხელი სთხოვა და ქორწილიც აგვისტოში დაინიშნა.
ქალიშვილის გადაწყვეტილებამ კიმის დედა, კრის ჯენერი ძალიან გაანაწყენა.
”კიმმა ბევრი იმუშავე იმაზე, რომ თავისი მდგომარეობისთვის მიეღწია და ცნობილი კარდაშიანი გამხდარიყო. ამიტომ მისთვის აუცილებელია, კიმ კარდაშიანად დარჩეს”, - განაცხადა კრისმა.
|