ის რაზეც ყველა საუბრობდა და ელოდა, როგორც იქნა აღსრულდა. გლამურული ოჯახის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, სომეხი წარმოშობის ტელე-ვარსკვლავი და მოდელი კიმ კარდაშიანი გათხოვდა. მისი რჩეული კალათბურთელი კრის ჰემფრისია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ცერემონიას მოკრძალებულად არ ჩაუვლია. ვერა ვანგის დიზაინით შექმნილ სპილოს ძვლისფერ კაბაში გამოწყობილი პატარძალი ამაყად მიაბიჯებდა 440 სტუმარს შორის . ფეხზე კიმს ასევე ცნობილი დიზაინერის Guiseppe Zanotti-ს ფეხსაცმელი ეცვა. მაღლა აწეულ თმებში კი პატარა ბრილიანტებიც ჰქონდა ჩაბნეული.
პატარძალმა დღის განმავლობაში ორჯერ გამოიცვალა და ყველა მისი კაბა ვერას დიზაინის იყო. ასევე ცნობილი დიზაინერების სამოსებში იყვნენ გამოწყობილი მეჯვარეები, კიმის დები - ქლოე, კაელი და კენდალი პატარძლის დანახვისას, დედამ, კრის კარდაშიანმა ცრემლები ვერ შეიკავა. თავად ცერემონიაზე კი კიმმა განაცხადა, რომ ძალიან ნერვიულობს.
წყარო: Ambebi.ge
|