ამერიკელი მომღერლის კეტი პერის ქმარი, მსახიობი და წამყვანი რასელ ბრენდი უცნობ გოგონასთან ერთად შენიშნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ წყვილი ხელიხელჩაკიდებული დასეირნობდა და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდა.
არადა, რასელი და კეტი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ და ასე სწრაფად თუ გაიხედავდა გვერდზე რასელი, არავის ეგონა.
თვით კეტი ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება და როგორც ჩანს, ქმარს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს. საერთოდაც, ცოლსა და ქმარსაც მეტისმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს, ისე, რომ ერთმანეთთან შესახვედრადაც კი ვერ იცლიან. თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება მათი ქორწინება მალე დაირღვეს.
ისედაც ცნობილია, რომ რასელი დიდი მექალთანეა. სანამ ცოლს შეირთავდა, თვეში 80 ქალთანაც კი ჰქონია სექსუალური კავშირი. ასე რომ, თუ კეტიმ მისთვის ვერ მოიცალა, სულაც არ დაუწყებს მას ლოდინს.